ენგურჰესი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



ენგურჰესი


   საქართველოს სამართლიანად უწოდებენ ,,თეთრი ქვანახშირის ქვეყანას". წყლის ენერგეტიკული მარაგის თვალსაზრისით ის მნიშვნელოვნად უსწრებს ევროპის ბევრ სახელმწიფოს, პოტენციური ჰიდროენერგეტიკული რესურსებით კი თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა რუსეთის, ტაჯიკეთისა და ყაზახეთის შემდეგ. წყლის უდიდესი ტექნიკური პოტენციალის ხვედრი წონით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ჩვენი ქვეყნის მდინარეების ტექნიკური პოტენციალი შეადგენს 60-65 მლრდ კვტსთ-ს წელიწადში. საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით მან თავისი შვილიც კი გამოიწვია პეტერბურგიდან საქართველოს მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად. საბოლოოდ ყურადღება ენგურზე შეაჩერეს და მისი შესწავლა გადაწყვიტეს. ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს. მიზეზთა გამო, რაც მშენებლობის სიძვირესაც უკავშირდებოდა, პირველ მსოფლიო ომსაც და მოწვეული ინვესტორების ყოყმანსაც, ამ საქმისთვის თანხის დაბანდების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.


   ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. 1913-14 წლებში იტალიელმა სპეციალისტებმა გამოთქვეს აზრი ენგურზე მცირე სიმძლავრის ჰესის მოწყობის შესახებ, მაგარამ არც ამ პროექტს ეწერა განხორციელება. 1926-27 წლებში დამუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც მდინარე ენგურზე, სოფელ ვალხორიდან ანაკლიამდე, 233 მეგავატი ჯამური სიმძლავრის 13 ჰესი უნდა აგებულიყო, რაც ასევე განუხორციელებელი დარჩა. მხოლოდ 1930 წელს აიგო გრძივი პროფილი სოფელ ლახამულიდან ჯვარამდე, რის მიხედვითაც გამოიკვეთა ენერგეტიკული სიმძლავრის მომცემი ეფექტიანი უბნები. მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეის რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯებიXX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსრკ-ის `ჰიდროპროექტის~საქართველოს განყოფილებამ დაიწყო მუშაობა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საძიებო და საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე. 1954 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტმა დაამუშავა ენგურზე ჰესების კასკადის მშენებლობის სქემა. ამ სქემის მიხედვით ზამთრის პერიოდისთვის გარანტირებული სიმძლავრე მხოლოდ 200 მეგავატი იყო, რაც პროექტის ნაკლად შეფასდა. 1960 წელს `ჰიდროპროექტმა~ დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების სქემა. ენგურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის მიხედვით დაიწყო. საბოლოოდ ენგურჰესის მთლიანი პროექტი შეიქმნა 1965-70-იან წლებში, მშენებლობა კი 1961 წელს დაიწყო. ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისთვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშენებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიიჩნევდნენ. ოპტიმისტებს მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა, იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას. 1955 წლის პირველ ნახევარში კომპლექსურმა ექსპედიციამ ჩაატარა ენგურისა და მისი შენაკადების ხეობების ბუნებრივი პირობების ჰიდროენერგეტიკული და საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები. ჰიდროგეოლოგიურმა საგამოკვლევო ექსპედიციამ 50 კაცის შემადგენლობით ფეხით მოიარა სვანეთის მთების ციცაბო კალთები, ენგურისა და მისი შენაკადების კლდოვანი კალაპოტები. მათი მთავარი მიზანი ნიადაგურ-კლიმატური და გეოლოგიურ-ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება იყო. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რელიეფის არაერთგვაროვნება, სეისმომედეგობის რისკი, გრუნტისა და ნიადაგის მრავალფეროვნება ელექტროსადგურის მშენებლობისადმი განსაკუთრებულ, არაორდინარულ მიდგომას მოითხოვდა. ენგურჰესის ობიექტები ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე

 



მასალები: engurhesi.ge


რეკლამა