კატეგორია: საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი
ბიოგრაფია: დაიბადა 1913 წლის 25 ივნისს ოზურგეთის მაზრის სოფელ უჩხუბში (დღევანდელი ცხემლისხიდი). არასრული განათლება სოფელში მიიღო, 1932 წელს დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1933-1939 წლებში სწავლობდა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა „თბოელექტროცენტრალში”.