Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ტრენინგები, კონფერენცია

სამშენებლო კონფერენცია
დასახელება: სამშენებლო კონფერენცია
კატეგორია: კონფერენცია
ჩატარების თარიღი: 27.09.2013
ჩატარების ადგილი: ბათუმში, სასტუმრო "რედისონში"
დამატებითი ინფორმაცია: ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", ხვალ სამშენებლო მასალების კომპანია "ჯი არ სი"-ს (GRC) ორგანიზებითა და მულტინაციონალური კომპანია "ტექნონიკოლის" ( ) მხარდაჭერით სამშენებლო კონფერენცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციის თემაა: ექსპლუატირებადი სახურავები, ჰიდროიზოლაცია, წყალშეუღწევადობა. მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართული და უცხოური სამშენებლო და საპროექტო კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაში ორგანიზატორები წარმოადგენენ გადახურვისა და იზოლაციის სფეროში არსებულ სიახლეებს; ნოვატორულ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს. კონფერენციის მთავარი თემაა ექსპლუატირებადი გადახურვები, რომლებიც მოიცავს როგორც მწვანე სახურავების, ისე პარკინგების, კაფე-რესტორნებისა და სხვა დანიშნულებით სახურავის გამოყენებისას ჰიდროიზოლაციის სწორ პროექტირებასა და სამუშაოების შესრულების კონტროლს. სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "ჯი არ სი" 11 წელია საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და სპეციალიზებულია ყველა სახის გადახურვის, ჰიდროიზოლაციის, თბოიზოლაციისა და ხმაურიზოლაციის მიმართულებით. "ჯი არ სი"-ს პარტნიორებია მულტინაციონალური კომპანიები , BASF, Ruukki, Firestone, Isover კომპანია "ტექნონიკოლი" 1993 წლიდან მუშაობს ევროპის ბაზარზე და დღესდღეობით ევროკავშირში თავის სეგმენტში ყველაზე დიდ კომპანიად ითვლება. 5 ქვეყანაში განლაგებულ 37 ქარხანაში წელიწადში 800 მილიონი კვმ ჰიდროსაიზოლაციო და რულონური მასალა იწარმოება. კონფერენცია ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.