Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ხელსაწყოები

  სამშენებლო სფეროში გამოყენებული ხელსაწყოების კატალოგი

Ultraprobe 15000
დასახელება: ულტრაბგერითი ინსპექციური სისტემა
მწარმოებელი: აშშ
გამოყენების სფერო: დიაგნოსტიკის რამდენი ამოცანის გადაწყვეტა
დეტალური აღწერა: ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 15000 ეს არის სრულყოფილი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც ხელისგულზე დაგეტევათ. მართვა სენსორული ეკრანით ერთის მხრივ, მარტივია და მეორეს მხრივ, მრავალფუნქციურია. თქვენ გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია მოწყობილობის დიაგნოსტირება, და დიაგნოსტიკის რამდენი ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ამ სრულყოფილი დიაგნოსტიკური სისტემის მეშვეობით. თქვენ მხოლოდ შეეხეთ დისპლეიზე განთავსებულ ნიშანს, და თქვენს წინაშე წარსდგება მოწყობილობის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მთელი სამყარო. მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები სენსორული ეკრანის მეშვეობით მოწყობილობის მდგომარეობის ანალიზი ჩამონტაჟებული სპექტრული ანალიზატორის გამოყენების მეშვეობით შემოვლის მარშრუტების ჩამონტაჟებული დაგეგმვა/განხილვა ტემპერატურის გაზომვა ინფრაწითელი თერმომეტრის მეშვეობოთ ტესტირების ადგილის ფოტოგადაღება ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით ეკრანზე რამოდენიმე სიდიდის ერთდროული ასახვა: დბ/ტემპერატურა/სპექტრალური ანალიზი გაფრთხილებების ჯგუფების განხილვა და ანგარიშების ფორმირება მონაცემების, ხმებისა და გამოსახულებების შენახვა ადრე შენახული ინფორმაციის განხილვა არეს ზეზუსტი გამოკვლევა ჩამონტაჟებული ლაზერული საჩვენებელი ჯოხის მეშვეობით გამოსაშვები სიგნალის ტალღაზე დაყენების დიაპაზონი მოწყობილობა გამოსადეგია პრაქტიკულად ნებისმიერი საწარმოო ობიექტების გამოსაცდელად
დაწვრილებით...
SeeSnake Micro CA-100
დასახელება: ინსპექციური ვიდეოკამერა
მწარმოებელი: აშშ
გამოყენების სფერო: ახალი მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება მანძილზე 9 მეტრამდე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.
დეტალური აღწერა:

ვიდეოდიაგნოსტიკა - კამერა RIDGID SeeSnake Micro CA-100

ახალი მცირეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება მანძილზე 9 მეტრამდე და სიღრმეზე (წყლის ქვეშ) 3 მეტრამდე.

SeeSnake micro CA-100 კომპაქტური ენდოსკოპის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ რთულ და ძნელად მისაღწევ ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უშუალო წვდომა ობიექტთან შეუძლებელია: კედლებში, მილსადენის სისტემებში, ტექნიკურ კოლოფებში და სხვ. SeeSnake micro CA-100 წარმოადგენს მსუბუქ ხელის მოწყობილობას, რომელიც შედგება მცირე ზომის 3,5" ფერადი მონიტორისგან მოსახერხებელ სახელურზე და მასთან მიერთებული საკმაოდ გამძლე და დრეკადი კაბელისგან, რომლის ბოლოზეც დამაგრებულია წყალშეუღწევი ვიდეოკამერა, რაც საშუალებას იძლევა ჩაუშვათ იგი წყალში სიღრმეზე 3 მეტრამდე. ზონდის თავს მოყვება 4 მძლავრი შუქდიოდი სიკაშკაშის რეგულირების შესაძლებლობით. შესაძლებელია გამოსახულების ბრუნვა, უფრო მოხერხებულია ანალიზისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში მარტივი მანიპულაციების ჩასატარებლად კამერის თავზე შეგიძლიათ დააყენოთ პატარა სარკე კუთხით დათვალიერებისთვის, კაუჭი ან მაგნიტი ობიექტების ამოსაღებად (შედის სტანდარტულ კომპლეტში). მიმოხილვის კუთხე - 50 გრადუსი, ზონდის სიგრძე - 90 სმ, თავის დიამეტრი - 17 მმ (თითოეული შეკვეთისთვუს მიწოდებულია ცალკეული ზონდი 9,5 მმ ზომის თავით).

SeeSnake Micro CA-100 ვიდეო-დიაგნოსტიკური მოწყობილობის გამოყენება:

  • მილსადენების შიგა დათვალიერება;
  • ქვაბების მდგომარების დათვალიერება;
  • ჰაერსადენებისა და კვამლსადენების გამოკვლევა;
  • თბოგადამცემების მდგომარეობის დათვალიერება;
  • ავტომობილების ტექნიკური მომსახურება;
  • ძნელად მისაღწევი ადგილების ვიდეოდათვალიერება;
  • ჩამწერი მოწყობილობის მიერთების შესაძლებლობა

SeeSnake Micro CA-100 ვიდეოკამერის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ვიდეოკამერის თავის დიამეტრი 17 მმ (9,5 მმ-ზე შეცვლის შესაძლებლობა);
  • LCD დისპლეი 3,5" დიაგონალით;
  • გამოსახულების მობრუნება საათის ისრის წინააღმდეგ;
  • ვიდეოკამერის განათება (4 შუქდიოდი);
  • დამატებითი საკუთრებანი (სარკე, კაუჭი, მაგნიტი);
  • ელექტრული კვება (4 ბატარეა);
  • კომპლექტის წონა 2,5 კგ.

SeeSnake Micro CA-100 ვიდეოკამერის სტანდარტული კომპლექტი, 36738:

  • თხევადკრისტალური მონიტორი 3,5";
  • დრეკადი კაბელი 0,9 მ. ფერადი ვიდეოკამერით ø 17 მმ;
  • სარკის ნაცმი;
  • კაუჭის ნაცმი;
  • მაგნიტის ნაცმი;
  • 4 ბატარეა;
  • პლასტიკური დარტყმაგამძლე კეისი;

დამატებითი ინფორმაცია:

ახალი მცორეგაბარიტიანი და მსუბუქი საინსპექციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ ძნელად მისაღწევი ადგილების დათვალიერება, როგორებიცაა: მილსადენების (კანალიზაციის, ცხელი და ცივი წყალმომარაგების წყალსადენების, ვენტილაციის, გათბობის, კონდიცირების, კვამლსადენების) მონტაჟი და რემონტი. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ავტომობილების რემონტი და ტექნიკური მომსახურება. ტენდაცულობა - შესაძლებელია ვიდეოკამერის და კაბელის ჩაშვება სიღრმეზე 3 მეტრამდე (შესაბამისი აწყობის შემთხვევაში). 3,5" მონიტორი ფერადი გამოსახულებით და გამოსახულების მობრუნების შესაძლებლობით საათის ისრის წინააღმდეგ. კაბელის სამუშაო სიგრძე - 90 სმ. შესაძლებელია 9 მეტრით დაგრძელება, დამატებით დამაგრძელებელი კაბელის გამოყენებით 0,9 ან 1,8 მეტრის სიგრძით.

სტანდარტული საკუთრებანი:

მიწოდებულია 90 სმ კაბელთან, AA ზომის 4 ბატარეა, ფუტლიარი გადასატანად, სამი სამარჯვი - სარკე, კაუჭი და მაგნიტი. ახალი მოწყობილობა უმარტივებს მომხმარებლებს დათვალიერებების შესრულებას ძნელად მისაღწევ ზონებში. ეს არის მსუბუქი ხელის მოწყობილობა, ამიტომ მისი ტარება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველგან, იგი საშუალებას გაძლევთ მოაგვაროთ პრობლემები იქ, სადაც ეს საჭიროა. იგი საშუალებას მისცემს მომხმარებელს დაინახოს ვითარება და ბევრი რამ გააკეთოს - ჩაატაროს დათვალიერება: კედლის, მილსადენი სისტემის, ტექნიკურკი კოლოფის და ასეულობით სხვა ბნელი და ფარული ადგილებისა.

ფოტოსურათები:

დაწვრილებით...
Flir i7
დასახელება: თბოვიზორი
მწარმოებელი: შვედეთი
დეტალური აღწერა:

 FLIR i7 პორტატიული თბოვიზორი წარმოადგენს კომპაქტურ, ჭკვიან და იაფფასიან კამერას, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო ნაგებობათა და ელექტრომოწყობილობის თერმოგრაფიული გამოკვლევისათვის.

მოწყობილობის აღწერილობა: თბოვიზორი FLIR i7

FLIR Systems კომპანიის FLIR i3/i5/i7 ახალი თბოვიზორები - ამგვარი მოწყობილობების ბაზარზე ყველაზე პატარა, ყველაზე მსუბუქი და იაფფასიანი ინფრაწითელი კამერებია. ისინი განსაკუთრებულად მარტივია ექსპლუატაციაში და პრაქტიკულად არ ითხოვენ მომხმარებლისაგან რაიმე სამუშაო გამოცდილებას მსგავს მოწყობილობასთან. ეს, თავისი არსით, ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებელია მხოლოდ ოპერაციები ”მომართე-გადაიღე-განსაზღვრე” მაღალხარისხოვანი სითბური გამოსახულებების მისაღებად, რომლებიც მაშინათვე იძლევიან აუცილებელ იწ-ინფორმაციას. ეს არ არის ჯადოქრობა... არამედ მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა.

იწ-გამოსხივება გამოიყოფა ნებისმიერი ობიექტების მიერ, რომელთა ტემპერატურა არის -273°-ზე მაღალი. ადამიანის თვალს არ შეუძლია იწ-გამოსხივების აღმოჩენა, და იწ-კამერების მეშვეობით ეს შესაძლებელი ხდება. ისინი უზრუველყოფენ იმ ობიექტების გამოსახულებების მიღებას, რომლებიც მიუთითებენ ობიექტების მიერ გამოსხივებული სითბოს რაოდენობაზე. ასეთი ფერადი გამოსახულებები აჩვენებენ ობიექტის ზედაპირულ ტემპერატურას. იწ-კამერები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტს მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, ხელს უწყობენ არანორმალურად ცხელი ან ცივი ზონების ან კომპონენტების დეტექტირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ის პრობლემები, რომლებიც ჩვეულებრივ უხილავია შეუირაღებელი თვალით.

ინფრაწითელი კამერების უპირატესობანი

ინფრაწითელი კამერები - მძლავრი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია, რადგანაც მოწყობილობების სხვადასხვა სახეობებში დაზიანებების წარმოშობას, როგორც წესი, წინ უსწრებს ობიექტის ტემპერტურის ზრდის პერიოდი. გარდა ამისა, ინფრაწითელი კამერები - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შენობებისა და ნაგებობების გამოსაკვლევად. მათი მეშვეობით სწრაფად ხორციელდება იმ პრობლემური ზონების ძიება და იდენტიფიცირება, რომლებიც არ შეიძლება იქნას აღმოჩენილი შეუიარაღებელი თვალით. ისინი აგრეთვე გამოიყენება ობიექტების კონტროლისათვის რემონტის შემდეგ და დაზღვევისას.

პროფილაქტიკური მომსახურება: სითბური გამოსახულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პროფილაქტიკური მომსახურებისას ელექტრული, მექანიკური და კონსტრუქციული დაზიანებების გამოსავლენად. გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია კიდევ შესამოწმებლად რემონტის შემდეგ. ენერგოდაზოგვა: დანახარჯები ენერგიაზე იზრდება საშინრლი სიჩქარით. არარსებული ან დაბალხარისხოვანი თერმოიზოლაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მოთხოვნებს, ჰაერის ცუდი მოდინება - ყოველივე ეს ტიპიური პრობლემებია, რომლებიც იწვევენ სახლებში ელ. ენერგიის ფუჭ ხარჯვას.

თბოვიზორის გამოყენება ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების საძიებლად

თბოვიზორის გამოყენების პრინციპი ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების ძიების შემთხვევაში ეფუძნება იმას, რომ ნებისმიერი ელექტრონიკა მუშაობისას გარდაუვლად ხურდება და გარშემო აბნევს სითბოს. ამ ნიშნის წყალობით თბოვიზორის მეშვეობით შესაძლებელია მუშა ფარული კამერების, მიკროფონების, რადიოგადამცემების და ა.შ. აღმოჩენა იმ ადგილებში, სადაც წვდომა შეზღუდულია ან ფიზიკურად გართულებულია. ტიპიური სიტუაცია - კამერები და სადენიანი მიკროფონები დაცვით-სახანძრო სიგნალიზაციის გადამწოდებში. რადგანაც ჩვეულებრივ შემმოწმებელ გუნდს არ აქვს უფლება გახსნას გადამწოდები და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია მიღწევა საინფორმაციო კაბელებთან და გადამწოდების კვების კაბელებთან, შემოწმების ერთადერთ ვარიანტად რჩება გადამწოდების გამოკვლევა თბოვიზორების მეშვეობით.

აგრეთვე იმის წყალობით, რომ საგნების აღწერა არ ხორციელდება მომენტალურად, არამედ მას გააჩნია განსაზღვრული ინერციულობა, შესაძლებელია ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების აღმოჩენა, რომლებიც იმართება დისტანციურად და შემოწმების ჩატარების დაწყების შემდეგ გათიშული იქნა. ინფორმაციის გადამღები მოწყობილობების პასიურ მდგომარეობაში გადაყვანის შემდეგ ძიების სტანდარტული საშუალებების გამოყენებისას, აღმოჩენის შანსები საკმაოდ მცირდება. მაგრამ თბოვიზორის გამოყენების წყალობით ჩვენ გვაქვს საშუალება ”დავიჭიროთ” ნარჩენი სითბური გამოსხივება და აღმოვაჩინოთ დაკვირვების საშუალებები.

თბოვიზორების მაღალი ტემპერატურული მგრძობიარობის წყალობით საძიებო ღონისძიებების ჩატარებისას შესაძლებელია არაერთგვაროვნებების აღმოჩენა სამშენებლო კონსტრუქციებში, როგორებიცაა: სავენტილაციო მაღაროები, სამაგრი პროფილები, კაბელები და ა.შ. ამ სახის ინფორმაციას შეუძლია წარმოადგინოს გარკვეული ინტერესი საძიებო სამუშაოების ჩატარებისას.

ინფრაწითელი კამერის ღირსებები:

  • ფარული პრობლემების დეტექტირება, დაზიანებების სწრაფი ანალიზი და პროფილაქტიკური დათვალიერებების შესრულება
  • შენობების გამოკვლევა მომატებული დატენიანების ზონების და სითბოს გაპარვის დეტექტირებისათვის
  • სითბოს დანაკარგებისა და ცუდი იზოლაციის ადგილების იდენტიფიცირება
  • ელექტრომოწყობილობების დაზიანებების განსაზღვრა მის სახიფათო მდგომარეობაში გადასვლამდე
  • მყისი იწ-გამოსახულებების მიღება გამოკვლევის პროცესში
  • ანგარიშების შექმნა, ანალიზი და გამოკვლევების შედეგების დოკუმენტირება გამოყენებაში მარტივი პროგრამული უზრუნველყოფის (პუ) მეშვეობით

ჩაწერის მოქნილობა და -თან შეთავსებადობა:

  • ცალკეული გამოსახულებების შენახვა JPEG ფორმატში SD-ბარათზე
  • ფაილების გადაცემა USB-პორტიდან PC-ში
  • შეთავსებადობა FLIR Systems კომპანიის პუ Reporter 8 და QuickReporter-თან

FLIR i3/i5/i7 თბოვიზიური კამერების გამოყენების სფეროები:

გამოყენება ელექტრული და მექანიკური მოწყობილობების დიაგნოსტირებისათვის

  • უსაფრთხოების ტექნიკის ინსპექცია
  • შეერთებებში ცუდი კონტაქტების კონტროლი
  • იზოლაციის დაზიანებები
  • პრობლემები ვენტილაციის და კონდიციონირების სისტემებში
  • დეტალებისა და კვანძების გაუმართაობები
  • კონტროლი რემონტის შემდეგ

თბოვიზორის გამოყენება მშენებლობაში

  • იატაკების შეთბობის სისტემები
  • იზოლაციის დეფექტები
  • ჰაერის გაპარვების განსაზღვრა
  • ტენის არსებობასთან დაკავშირებული დაზიანებები
  • ფანჯრების კონტროლი (ჰაერისა და სითბოს გაპარვები)
  • მილებისა და რადიატორების მდგომარეობის კონტროლი
დაწვრილებით...