Flir i7 — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



Flir i7

  • მწარმოებელი: შვედეთი

  • გამოყენების სფერო: თბოვიზორი

  • დეტალური აღწერა:

    FLIR i7 პორტატიული თბოვიზორი წარმოადგენს კომპაქტურ, ჭკვიან და იაფფასიან კამერას, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო ნაგებობათა და ელექტრომოწყობილობის თერმოგრაფიული გამოკვლევისათვის.

    მოწყობილობის აღწერილობა: თბოვიზორი FLIR i7

    FLIR Systems კომპანიის FLIR i3/i5/i7 ახალი თბოვიზორები — ამგვარი მოწყობილობების ბაზარზე ყველაზე პატარა, ყველაზე მსუბუქი და იაფფასიანი ინფრაწითელი კამერებია. ისინი განსაკუთრებულად მარტივია ექსპლუატაციაში და პრაქტიკულად არ ითხოვენ მომხმარებლისაგან რაიმე სამუშაო გამოცდილებას მსგავს მოწყობილობასთან. ეს, თავისი არსით, ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებელია მხოლოდ ოპერაციები ”მომართე-გადაიღე-განსაზღვრე” მაღალხარისხოვანი სითბური გამოსახულებების მისაღებად, რომლებიც მაშინათვე იძლევიან აუცილებელ იწ-ინფორმაციას. ეს არ არის ჯადოქრობა… არამედ მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაა.

    იწ-გამოსხივება გამოიყოფა ნებისმიერი ობიექტების მიერ, რომელთა ტემპერატურა არის -273°-ზე მაღალი. ადამიანის თვალს არ შეუძლია იწ-გამოსხივების აღმოჩენა, და იწ-კამერების მეშვეობით ეს შესაძლებელი ხდება. ისინი უზრუველყოფენ იმ ობიექტების გამოსახულებების მიღებას, რომლებიც მიუთითებენ ობიექტების მიერ გამოსხივებული სითბოს რაოდენობაზე. ასეთი ფერადი გამოსახულებები აჩვენებენ ობიექტის ზედაპირულ ტემპერატურას. იწ-კამერები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტს მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, ხელს უწყობენ არანორმალურად ცხელი ან ცივი ზონების ან კომპონენტების დეტექტირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ის პრობლემები, რომლებიც ჩვეულებრივ უხილავია შეუირაღებელი თვალით.

    ინფრაწითელი კამერების უპირატესობანი

    ინფრაწითელი კამერები - მძლავრი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია, რადგანაც მოწყობილობების სხვადასხვა სახეობებში დაზიანებების წარმოშობას, როგორც წესი, წინ უსწრებს ობიექტის ტემპერტურის ზრდის პერიოდი. გარდა ამისა, ინფრაწითელი კამერები — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შენობებისა და ნაგებობების გამოსაკვლევად. მათი მეშვეობით სწრაფად ხორციელდება იმ პრობლემური ზონების ძიება და იდენტიფიცირება, რომლებიც არ შეიძლება იქნას აღმოჩენილი შეუიარაღებელი თვალით. ისინი აგრეთვე გამოიყენება ობიექტების კონტროლისათვის რემონტის შემდეგ და დაზღვევისას.

    პროფილაქტიკური მომსახურება: სითბური გამოსახულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პროფილაქტიკური მომსახურებისას ელექტრული, მექანიკური და კონსტრუქციული დაზიანებების გამოსავლენად. გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია კიდევ შესამოწმებლად რემონტის შემდეგ. ენერგოდაზოგვა: დანახარჯები ენერგიაზე იზრდება საშინრლი სიჩქარით. არარსებული ან დაბალხარისხოვანი თერმოიზოლაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მოთხოვნებს, ჰაერის ცუდი მოდინება — ყოველივე ეს ტიპიური პრობლემებია, რომლებიც იწვევენ სახლებში ელ. ენერგიის ფუჭ ხარჯვას.

    თბოვიზორის გამოყენება ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების საძიებლად

    თბოვიზორის გამოყენების პრინციპი ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების ძიების შემთხვევაში ეფუძნება იმას, რომ ნებისმიერი ელექტრონიკა მუშაობისას გარდაუვლად ხურდება და გარშემო აბნევს სითბოს. ამ ნიშნის წყალობით თბოვიზორის მეშვეობით შესაძლებელია მუშა ფარული კამერების, მიკროფონების, რადიოგადამცემების და ა.შ. აღმოჩენა იმ ადგილებში, სადაც წვდომა შეზღუდულია ან ფიზიკურად გართულებულია. ტიპიური სიტუაცია — კამერები და სადენიანი მიკროფონები დაცვით-სახანძრო სიგნალიზაციის გადამწოდებში. რადგანაც ჩვეულებრივ შემმოწმებელ გუნდს არ აქვს უფლება გახსნას გადამწოდები და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია მიღწევა საინფორმაციო კაბელებთან და გადამწოდების კვების კაბელებთან, შემოწმების ერთადერთ ვარიანტად რჩება გადამწოდების გამოკვლევა თბოვიზორების მეშვეობით.

    აგრეთვე იმის წყალობით, რომ საგნების აღწერა არ ხორციელდება მომენტალურად, არამედ მას გააჩნია განსაზღვრული ინერციულობა, შესაძლებელია ინფორმაციის საიდუმლო გადაღების საშუალებების აღმოჩენა, რომლებიც იმართება დისტანციურად და შემოწმების ჩატარების დაწყების შემდეგ გათიშული იქნა. ინფორმაციის გადამღები მოწყობილობების პასიურ მდგომარეობაში გადაყვანის შემდეგ ძიების სტანდარტული საშუალებების გამოყენებისას, აღმოჩენის შანსები საკმაოდ მცირდება. მაგრამ თბოვიზორის გამოყენების წყალობით ჩვენ გვაქვს საშუალება ”დავიჭიროთ” ნარჩენი სითბური გამოსხივება და აღმოვაჩინოთ დაკვირვების საშუალებები.

    თბოვიზორების მაღალი ტემპერატურული მგრძობიარობის წყალობით საძიებო ღონისძიებების ჩატარებისას შესაძლებელია არაერთგვაროვნებების აღმოჩენა სამშენებლო კონსტრუქციებში, როგორებიცაა: სავენტილაციო მაღაროები, სამაგრი პროფილები, კაბელები და ა.შ. ამ სახის ინფორმაციას შეუძლია წარმოადგინოს გარკვეული ინტერესი საძიებო სამუშაოების ჩატარებისას.

    ინფრაწითელი კამერის ღირსებები:

    ფარული პრობლემების დეტექტირება, დაზიანებების სწრაფი ანალიზი და პროფილაქტიკური დათვალიერებების შესრულება
    შენობების გამოკვლევა მომატებული დატენიანების ზონების და სითბოს გაპარვის დეტექტირებისათვის
    სითბოს დანაკარგებისა და ცუდი იზოლაციის ადგილების იდენტიფიცირება
    ელექტრომოწყობილობების დაზიანებების განსაზღვრა მის სახიფათო მდგომარეობაში გადასვლამდე
    მყისი იწ-გამოსახულებების მიღება გამოკვლევის პროცესში
    ანგარიშების შექმნა, ანალიზი და გამოკვლევების შედეგების დოკუმენტირება გამოყენებაში მარტივი პროგრამული უზრუნველყოფის (პუ) მეშვეობით

    ჩაწერის მოქნილობა და  შეთავსებადობა:

    ცალკეული გამოსახულებების შენახვა JPEG ფორმატში SD-ბარათზე
    ფაილების გადაცემა USB-პორტიდან PC-ში
    შეთავსებადობა FLIR Systems კომპანიის პუ Reporter 8 და QuickReporter-თან

    FLIR i3/i5/i7 თბოვიზიური კამერების გამოყენების სფეროები:

    გამოყენება ელექტრული და მექანიკური მოწყობილობების დიაგნოსტირებისათვის

    უსაფრთხოების ტექნიკის ინსპექცია
    შეერთებებში ცუდი კონტაქტების კონტროლი
    იზოლაციის დაზიანებები
    პრობლემები ვენტილაციის და კონდიციონირების სისტემებში
    დეტალებისა და კვანძების გაუმართაობები
    კონტროლი რემონტის შემდეგ

    თბოვიზორის გამოყენება მშენებლობაში

    იატაკების შეთბობის სისტემები
    იზოლაციის დეფექტები
    ჰაერის გაპარვების განსაზღვრა
    ტენის არსებობასთან დაკავშირებული დაზიანებები
    ფანჯრების კონტროლი (ჰაერისა და სითბოს გაპარვები)
    მილებისა და რადიატორების მდგომარეობის კონტროლი

     





  • რეკლამა