ჯემალ ესაიაშვილი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



ჯემალ ესაიაშვილი

  • მინიჭების წელი: 2006

  • ბიოგრაფია: დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1963 წლებში მუშაობდა "მთავართბილმშენის" მე-4 სამშენებლო სამმართველოში. 1963 წლიდან მუშაობდა კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე. 2003 წლიდან არის საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ექსპერტი სეისმომედეგობის საკითხებში. ჯემალ ესაიაშვილის სამეცნიერო კვლევები ეძღვნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სეისმომედეგობის საკითხებს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.96




  • რეკლამა