Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

14-39 დადგენილება [ნებართვა]

article39050.jpg

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14-39 დადგენილება

   დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14-39 დადგენილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის4-13 გადაწყვეტილება.

  თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს.

  ახალი რეგულაციების მიხედვით 1700 კვ.მ ფართის მქონე ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის აღებისათვის ჯერ უნდა განხორციელდეს გ.რ.გ–ს დამუშავება (განაშენიანების რეგულირების გეგმა).

   არასრული სართული უკვე 1/2–ით იანგარიშება კოეფიციენტის გაანგარიშებისას, რაც აქამდე არ იანგარიშებოდა და ხშირად იყო დეველოპერების მხრიდან სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალსართულიანი ობიექტების მშენებლობისას ბოლო სართულის, როგორც არასრულ სართულად პროექტში ჩვენება და მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ მაინც, საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

     დაზუსტდა საზაფხულო ფართების ანგარიში და ის შედის უკვე კოეფიციენტის ანგარიშში 1/3–ით.

  პარკებში შეიზღუდა შენობის სიმაღლე და დასაშვებია მაქსიმუმ 5 მეტრის სიმაღლის მქონე შენობის განთავსება (მაგრამ ეს არ ეხება ატრაქციონებსა და სხვადასხვა კონსტრუქციებს).

   მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაში, სადაც არ იყო დადგენილი მინიმალური დასაშვები ზონები და ამით ხდებოდა ნაკვეთების შეუსაბამოდ "დაჭრა", გამიჯვნა. შესული ცვლილებების მიხედვით დადგინდა მიწის ნაკვეთის მინიმალური ზომები : სიგრძე უნდა იყოს 15 მეტრი, ხოლო სიგანე 9 მეტრი, მინიმალური ფართი კი უნდა იყოს 250 კვ.მ.

  უკვე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე 2009 წლიდან შეზღუდული იყო მიშენება/დაშენებების მშენებლობები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა  – როდესაც ხდებოდა კორპუსის ფასადის გაუმჯობესება, მაგრამ ამან საბოლოოდ არა თუ ფასადის გაუმჯობესება, არამედ ხშირ შემთხვევაში გამოიწვია ფასადის კიდევ უფრო მეტად დამახინჯება.

 

აქედან გამომდინარე, აიკრძალა კორპუსზე მიშენება/დაშენებების ნებართვების გაცემა ვიდრე არ დასრულდება დედაქალაქის მასშტაბით გ.რ.გ–ს დამუშავება (რასაც დაახლოებით შესაძლოა 1 წელი დასჭირდეს).  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მიშენება/დაშენების ნებართვის აღება, თუ დამუშავდება ერთიანი პროექტი (და არა ინდივიდუალურად). განმარტება: ერთიანი პროექტი არ ნიშნავს კორპუსის მთელ ფასადზე ერთიანი ესკიზის დამუშავებას, ერთიანი პროექტი შესაძლოა დამუშავდეს ცალკეული სართულებისთვისაც.

   ახალი ცვლილებებით, დაუშვებელია მიმდინარე შუალედურ რეჟიმში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზებზე (რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილშია) კოეფიციენტების – K1,K2–ის გადამეტება (ეს არ ვრცელდება უკვე მშენებარე და ნებართვა აღებულ ობიექტებზე).

   დაკონკრეტდა იერსახის რეგულირების პრინციპი (აღნიშნული არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე), რაც პრინციპში აქამდეც არსებობდა, მაგრამ ზოგადი ხასიათის იყო და რეალობაში ვერ გაამართლა. განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვადასხვა გადმოსახედებიდან დედაქალაქის დაზიანებული აღქმადობა, სხვადასხვა ფერისა და მზის შუქზე "მანათობელი" სახურავები. სახურავებთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ ამ წესის ამოქმედებამდე განაცხადა, რომ ქალაქში აქტიური უნდა ყოფილიყო "მწვანე სახურავები"–ს თემა და რომ მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავების და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობიდან წახალისებული იქნებოდა სხვადასხვა ფორმით, რათა ქალაქის გადმოსახედები ყოფილიყო ერთიანი და არ ყოფილიყო ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან, რაც საბოლოო ჯამში დაარეგულირებდა ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესებსაც. აიკრძალა ზოგიერთი მოსაპირკეთებელი მასალა, როგორიცაა: მოთუთიებული თუნუქი (შეღებვის გარეშე), შიფერი, ფიქალი (გარდა საკულტო შენობებისა). დადგინდა პრინციპი, რომლითაც უნდა იმოქმედოს არქიტექტორმა ობიექტის პროექტირებისას, კერძოდ უნდა გაითვალისწინოს დომინანტური განაშენიანება.

   ქუჩის მხარეს შეუზღუდა ანტენების, კონფიციონერების, სარეცხის საშრობების, გასაფენი და სხვა კონსტრუქციების მოწყობა (განთავსების შემთხვევაში დაფარული უნდა იყოს დამცავი, დეკორატიული ჯალუზით ან სხვა სახით).

    დაუშვებელია გისოსების ინდივიდუალურად მოწყობა.

   ავტოსატრანსპორტო მომსახურების ობიექტების პროექტირებისას მომსახურების პროცესი არ უნდა აღიქმებოდეს ქუჩიდან, რაც დღესდღეობით ისედაც გადატვირთულ ქალაქში იწვევს უამრავ პრობლემად და საცობს, შეფერხებულ მოძრაობას.

   ფასადზე სარეკლამო აბრებისა და წარწერების მოწყობა შეიზღუდა ფასადის 20%–ით, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის გამოწვეული. ანუ ფასადზე სარეკლამო აბრამ და წარწერამ და უნდა გადააჭარბოს ამავე ფასადის 20%–ს. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება შენობის "ყრუ" ფასადებს (რომელიც გვხვდება ქალაქში სხვადასხვა დიდი ზომის სარეკლამო ბანერებით).

   მიწის გამიჯვნისას დაყოფა ან გაერთიანება უნდა შეესაბამებოდეს იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზონით დადგენილ პარამეტრებს და გამიჯვნამ არ უნდა გამოიწვიოს ზონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

   ამიერიდან, მიჯნის ზონაში ღიობის მოწყობა განისაზღვრება არა თუ 3 მეტრით (რაც აქამდე იყო), არამედ 3 დან 10 მეტრამდე.

  დაზუსტდა შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის წესი. დაზუსტდა "სხივი"–ს პარამეტრებიც და გაუქმდა უკვე არსებული პრაქტიკა, რაც რეალურად მაინც იწვევდა სიმაღლის გადაჭარბებას და ქვემოთ წარმოდგენილი სახით, უსახური შენობების მატებას.

   ახალი წესებით, თუ დავადგენთ განაშენიანების რეგულირების ხაზს, მას არ უნდა სცდებოდეს შენობის კონსტრუქციული სიმაღლე. გამონაკლისია ლიფტის შახტა და სახურავზე ასასვლელი კიბე.

 


 

ads