აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article530.jpg
5 თებ 2020
აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

  აბასთუმნის წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

  პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები. 

  ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის შემოდგომაზე.

პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...