კიცხისა და ლაშეს გაზიფიცირება დასრულებულია — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article538.jpg
7 თებ 2020
კიცხისა და ლაშეს გაზიფიცირება დასრულებულია

  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კიცხსა და ლაშეში, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში აშენდა 44500 გრძივი მეტრი გაზსადენი. 621 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 1 369 078 ლარი შეადგინა.
გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმით, იმერეთის 9 მუნიციპალიტეტის 56 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული.
ამჟამად,  დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 12 სოფლის ( ტყიბული - ახალისოფელი; ზესტაფონი - ახალი სვირი, რკვია, მარტოთუბანი, სანახშირე; თერჯოლა - სკანდე, შიმშილაქედი; ვანი - უხუთი; ბაღდათი -  წყალთაშუა, ხარაგაული - კიცხი, ლაშე; საჩხერე - ჩონთო, )  და მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის, 7 სოფლის ( ზესტაფონი - ტაბაკინი, ზედა კლდეეთი, თვრინის, ქვედა კლდეეთი; ტყიბული - ორპირი, გელათი, მოწამეთა;) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...