კოეფიციენტის მატება და გაყიდვა აიკრძალება — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article524.jpg
15 თებ 2019
კოეფიციენტის მატება და გაყიდვა აიკრძალება

  თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების  მატება და კ2 კოეფიციენტის გაყიდვა. 

  მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელსაც ამოქმედების დღიდან მიიღებენ. 

  „თბილისის სწორად განვითარებისთვის მივიღეთ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების  მატება და კ2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რეგულაციის ამოქმედების დღიდან მიიღება წარმოებაში“,-განაცხადა კახა კალაძემ. 

  მისი თქმით, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემების აღმოფხვრა რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. 

  „მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, კ2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კ2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა“, - თქვა კალაძემ. 



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა