Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




გამკაცრებული სანქციები

date 19 თებერვალი 2018
article515.jpg

დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და დედაქალაქის მერის შეხვედრა, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს.

კერძოდ განიხილეს მერიის ინიციატივა, რომელიც შრომის უსაფრთხოების პაკეტში, კონკრეტულად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს.

,,საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას-ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას.

ასევე საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო მშენებლობებთან და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის ყველაფერი, რაც ასახულია პაკეტში და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადა კობახიძემ.

ცვლილებების მიხედვით,  თბილისის შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრდება სანქციები. ინსპექცირების სამსახურს ექნება უფლება პირველივე დარღვევის შემთხვევაში 30 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისროს კომპანიას, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო მშენებლობაზე მუშის დაშავების შემთხვევაში შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.

,, პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად, მიმდინარეობდა  მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით.

 ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა იქნება 25 000 ლარი. კერძო საკუთრებაზე - 20 000 ლარი,""- განაცხადა კალაძემ.

ცვლილება რეგიონებს არ ეხება, რადგან ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. თუმცა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ  იგივე მოითხოვნა თვითმართველობებსაც ექნებათ, ესეც გათვალისწინებული იქნება.

ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს გასულ კვირას დაუჭირა მხარი. კანონპროექტი სესიაზე მიმდინარე კვირაში გადის და აღნიშნული ცვლილებები სწორედ სესიამდე უნდა დაემატოს.


რენესანსი