ცემენტის შემოწმებით 25 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article517.jpg
8 მარ 2018
ცემენტის შემოწმებით 25 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა

  საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა, ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა. 

  საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წელს „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ინიციატივით (GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა. რიგით მესამე ფარული ტესტირების შედეგად (დეკემბერი) ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა.

  ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. 

  მათივე ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები.

  საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ცემენტის წილის 20 %-მდე ზრდამ ცხადყო, რომ მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე.

  გასულ წელს დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს. 

   2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს, ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც პასუხობს შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს.

   საქართველოს ცემენტის ასოციაციის დღის წესრიგშია ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა