მუნიციპალურმა ინსპექციამ ავჭალაში, კარალეთის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლებიდან ერთ-ერთის დემონტაჟი უკვე განახორციელა.
ტერიტორიაზე რამოდენიმე უკანონოდ აშენებული სახლია, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთზეა აშენებული.
"ის მშენებლობა, რომელიც განხორციელებული იყო ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, იყო უკანონო, მიწაც გახლდათ სახელმწიფოსი და მშენებლობაც უკანონო," - აცხადებს სამსახურის უფროსი ლევან ჯღარკავა.