Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ExpoGeorgia Caucasus Build 2016

article39045.jpg

  მასალებისა და ინტერიერის XXI ყოველწლიური გამოფენა - Caucasus Build.

   2016 წლის 18-21 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის XXI ყოველწლიური გამოფენა - Caucasus Build. 
ხსენებული გამოფენა წარმოადგენს რეგიონის უმსხვილეს ინდუსტრიულ ღონისძიებას, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის მონაწილეებისა და პროფესიონალი დამთვალიერებლების რიცხვს. 

წლევანდელ გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის 150-მდე კომპანია, რომლებიც სრულად მოიცავენ სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას:


* სამშენებლო და სარემონტო მომსახურება
* სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები
* სამშენებლო მასალები
* არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება
* დიზანი და პროექტირება
* სახურავი და საფარი
* ფასადი და მოპირკეთება
* გარე სამუშაოები
* ტიხრები, ჭერი, სართულები
* სტრუქტურა, სუბსტრუქტურა
* კიბეები და ბალუსტრადები
* სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება

Caucasus Build იდეალური ადგილია სამშენებლო ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისთვის გაიცნონ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების უახლესი პროდუქცია და სერვისები. ჩვენ გთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეხვდებით მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სერვისის მიმწოდებლებს და დაამყარებთ წარმატებულ პარტნიორობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები სრულად დაიკავებენ გამოფენების ცენტრის V, VI, XI პავილიონებსა და გარე სივრცეს რაც ჯამურად 3000 კვ.მ. ტერიტორიას აღემატება.

გამოფენაზე ვიზიტორის სტატუსით მოსასვლელად გთხოვთ შეავსოთ ონლაინ
აპლიკაცია.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Caucasus Build-ის ოფიციალურ ვებ გვერდს - 
www.buildexpo.ge ან Facebook გვერდსwww.facebook.com/caucasusbuild

 

ads