Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

K2-ზე ნებართვების გაცემა იზღუდება

article39044.jpg

თბილისის ცენტრალურ უბნებში შესაძლოა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა შეიზღუდოს

თბილისის მერმა და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ მერიის მიერ მომზადებული წესი გაასაჯაროეს. ახალი წესის მიხედვით, K2 კოეფიციენტზე ნებართვების გაცემა, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, იზღუდება. შესაბამისად, თბილისის ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი სახოვრებელი კორპუსების მშენებლობები შეიზღუდება. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა პანორამა თბილისი ერთერთი ქაოტური მშენებლობა, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი მოსულიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება. „პანორამა თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი იქნება თბილისში,“- განაცხადა მოსულიშვილმა.

 

ads