”ალიანს ჯგუფმა” ჯილდო მიიღო — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article439.jpg
28 ნოემბ 2017
”ალიანს ჯგუფმა” ჯილდო მიიღო


    ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი”, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების შემოყვანით არის ცნობილი, International Arch of Europe (IAE)-მა ხარისხისა და ტექნოლოგიების ნომინაციაში ოქროს კატეგორიაში დააჯილდოვა.
“ალიანს ჯგუფის” განხორციელებული ყველა პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები არიან. IAE-ის ჯილდო “ალიანს ჯგუფისთვის” მორიგი მნიშვნელოვანი აღიარებაა,” – აცხადებს “ალიანს  ჯგუფის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი აკაკი სოგულია.
The International Arch of Europe Convention Award 2017-ი Business Initiative Directions Group-ის (BID) ორგანიზატორობით, 30 ივნისს-1 ივლისს ფრანკფურტში ჩატარდა. The BID Quality Award-ი აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ინოვატორები არიან სექტორში. “ალიანს ჯგუფი” საქართველოდან წარმოდგენილი და დაჯილდოებული ერთადერთი სამშენებლო-დეველოპერი იყო BID-ის რიგით 30-ე Arch of Europe Convention Award-ის დაჯილდოებაზე.
“ალიანს ჯგუფის პარტნიორები არიან მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელების მფლობელი კომპანიები Marriott International და Wyndham Hotel Group, საერთაშორისო ჯილდოები და პრიზები არაერთხელ აქვს მიღებული. მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართული დეველოპერი, IAE-ის ჯილდოს ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი სამი დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. სამი თვის წინ “ალიანს ჯგუფმა” უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე Home Overseas 2017 ყველაზე მეტი პრიზი მიიღო, სამი თვით ადრე კი კომპანიას Easter Europe Real Estate Forum & Project Awards (EEA Awards)-ის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.
საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დეველოპერი მომავლის ტენდენციებს სამ მიმდინარე პროექტში ამკვიდრებს: “ალიანს ჰაილაინი,” რომელიც დედაქალაქის ცენტრში შენდება, “ალიანს პალასი”-ბათუმში და “ალიანს რიზორთი” კურორტ გოდერძიზე, მაღალმთიან აჭარაში.
 



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა