Caucasus Build 2013 — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article436.jpg
28 ნოემბ 2013
Caucasus Build 2013

  მიმდინარე წლის 15-18 მაისს გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯიას" ტერიტორიაზე, #4, 5, 6, 11 პავილიონებსა და ღია საგამოფენო სივრცეში გაიმართება მშენებლობისა და ინტერიერის მე-18 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2013. გამოფენაში მონაწილეობს 150-ზე მეტი კომპანია, 14 ქვეყნიდან: - ისრაელიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სომხეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. წლევანდელი სამშენებლო გამოფენა 18-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. გვყავს ბევრი ტრადიციული და უამრავი ახალი მონაწილე საქართველოსა და უცხოეთიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩამოდის ბევრი უცხოელი დამთვალიერებელი, იმისათვის რომ გაეცნოს ადგილობრივ ბაზარს, მოთხოვნასა და მიწოდებას, დაამყაროს საქმიანი კონტაქტები შესაძლო პარტნიორებთან. ეს არის ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის, რადგან წარმოდგენილი იქნება, როგორც უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიები, ასევე მრავალი სამომხმარებლო პროდუქტი. გამოფენაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, ბილეთები გაიყიდება გამოფენის სარეგისტრაციო დახლთან



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა