პროგრამის წარმატებით დასრულება — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article560.jpg
21 დეკ 2022
EUROCODE : სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასწავლო პროგრამების მეშვეობით“-ის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ღონისძიება გაიმართა.
   ღონისძიების პირველ ნაწილში, USAID-ის წარმომადგენლობა, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის, მარიკა ოლსონის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სტუმრებს ICCA-ს თავმჯდომარე კომპანია „ინსი“-მ და სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ უმასპინძლეს. კომპანია "ინსი" მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს.
   დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ICCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა, მარიკა ოლსონმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რუსუდან სულამანიძემ.
   ღონისძიება გაგრძელდა პანელური დისკუსიით, რომელიც საქართველოში თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების, ევროკოდების დანერგვის საკითხსა და გამოწვევებს შეეხო.
   ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
   პროექტი, სახელწოდებით „ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით”, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA ახორციელებს, მხარდაჭერილია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ.


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა