Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




როგორი იქნება განახლებული ელიავას ბაზრობა

date 12 დეკემბერი 2017

  ე.წ ელიავას ბაზრობის მწვანე კონცეფციის სავაჭრო მოლად გადაქცევის პროექტი ბაზრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის. მათ რეგიონული მასშტაბის პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების მწვანე კონცეფციის სავაჭრო გასართობი მოლი 5 ჰექტარ ფართობზე უნდა გაშენდეს. 

80 მილიონი ლარის პროექტზე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი უკვე მუშაობს. ახალი სავაჭრო გასართობი მოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გამწვანებაა. 
პროექტში გაწერილია ეგზოტიკური ხეების მუზეუმის და რამდენიმე ორანჟერიის მოწყობა. 

    "ელიავა რეგიონული მოლის’’ პროექტის ფარგლებში იგეგმება მასშტაბური ავტოპარკინგის მოწყობა. საწყის ეტაპზე პარკინგი 2500 ავტომანქანას მოემსახურება. 
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელიავას ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. 

მათი თქმით, 2011 წლიდან ადმინისტრაციას ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის დახარჯული აქვს 10 მილიონამდე ლარი. ელიავას ბაზრობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200-დან 250 მილიონ ლარამდე შედის. ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ კი ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ელიავას ბაზრობის თანამედროვე მოლად გადაქცევის პროექტი აქვს ადმინისტრაციის მეორე ნაწილსაც. როგორც კომპანია ,ანჯის’’ ხელმძღვანელი, გია ანდრიაძე აცხადებს, მათი პროექტიც ჯერ განხილვის სტადიაზეა და მისი განხორციელება მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

 


რენესანსი