მესტიაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article489.jpg
6 ივნ 2017
მესტიაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

 მესტიაში "მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება. ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.


"ბიჯეო ჯგუფი"-ს გათვლებით, საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. შესაბამისად კომპანია ენერგოსექტორში საერთო ჯამში, შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
მასშტაბური ინვესტიციები „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა დღეს მესტიაში, „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიაზე დაანონსა.
„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონი დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
„ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშვნელოვანი და საჭირო, მეტიც - დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება
ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
ჰესების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა