იუსტიციის სახლი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




იუსტიციის სახლი

date 22 სექტემბერი 2012
article490.jpg

  21 სექტემბერს, თბილისში, სანაპიროზე  - იუსტიციის სახლი გაიხსნა. ცნობილი იტალიელი  არქიტექტორის   მასიმილიანო ფუკსასის (რომლის არაერთი პროექტია ჩვენს პორტალზე - www.mshenebloba.info წარმოდგენილი და იგი ცნობილია თავისი ოვალური და შუშებიანი შენობების პროექტებით) შექმნილი თანამედროვე ნაგებობა, რომლის საერთო ფართობი 32.000 კვადტარული მეტრია, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
თბილისის იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გამარტივებისა და მომხმარებლისთვის კომფორტულად მიწოდების კუთხით სრულიად ინოვაციური პროექტია. მის სივრცეში 300-ზე მეტი მომსახურებაა გაერთიანებული. საქართველოს მოქალაქეებს აქ ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება.

თბილისის იუსტიციის სახლი 18 თვეში აშენდა. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ და მათმა საერთო რაოდენობამ 2500-ს მიაღწია. მხოლოდ გადახურვით სამუშაოებზე დასაქმებულები იყვნენ იტალიელი, გერმანელი, თურქი, აზერბაიჯანელი, ჩინელი და ქართველი მშენებლები. ტექნოლოგიური სიახლეა მისი სახურავის ლითონის კონსტრუქცია, რომელიც  თურქეთში აეწყო. სამონტაჟო სამუშაოებისათვის კი სპეციალური პრაქტიკა 40-მდე ქართველმა შემდუღებელმა თურქეთის საწარმოში გაიარა.

ინოვაციურია იუსტიციის სახლის კონდიცირების სისტემაც. შენობაში ჰაერის ტემპერატურის რეგულაციისათვის, პირველად საქართველოში, მტკვრის წყალი იქნა გამოყენებული. სპეციალური გერმანული აპარატურა უზრუნველყოფს წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას და კონდიცირების სიტემაში მის გაშვებას. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის „მწვანე პროექტის" გამოყენება შენობის შიდა ტემპერატურის რეგულირებისათვის იუსტიციის სახლში დანერგილი კიდევ ერთი სიახლეა.


რენესანსი