Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წლამდე დასრულდება

article39074.jpg

 ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წლამდე დასრულდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყება. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, 22-მა კომპანიამ წარადგინა ფინანსური წინადადება და მათგან შეირჩა 10 კომპანია.

არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში უწევს გადაადგილება.

პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი

 

ads