გზის კაპიტალური რეაბილიტაცია — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




გზის კაპიტალური რეაბილიტაცია

date 2 მარტი 2016
article488.jpg

  პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. პროექტის მიხედვით ეწყობა ახალი ბორდიურები.  საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების ფარგლებში მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.

 

 

ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური

 


რენესანსი