დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისათვის ხელშეწყობა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article537.jpg
6 თებ 2020
დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისათვის ხელშეწყობა

  2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ საგადასახადო კოდექსში არსებული დებულებები, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლამდე გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზით დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.

აღნიშნული შეღავათი საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დააწესა, რომლის შედეგადაც განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშესაწყობად 2026 წლამდე გაგრძელდება.

„ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტი იყო საკმაოდ ბევრი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა