პარლამენტის შენობის წინ აქცია — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article513.jpg
5 თებ 2018
პარლამენტის შენობის წინ აქციაა

„გახადე შრომა უსაფრთხო“, „მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“, - ამ ლოზუნგებით პროფკავშირების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მათ პარლამენტში შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხზე კანონპროექტის განხილვის შესახებ ისაუბრეს. 

როგორც აქციაზე პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან კანონპროექტს და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან იგი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საკითხებს. ბექაურის თქმით, შრომის ინსპექციის დაშვება საწარმოებში უპირობოდ უნდა ხდებოდეს, რაც კანონპროექტის მიხედვით ასე არ არის. მისივე თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. გიგა ბექაურმა აღნიშნა, რომ ასეთი სამუშაოების ჩამონათვალის ნუსხაც კი არ არსებობს, კერძოდ, რა ითვლება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ. 

მისივე თქმით, პროფკავშირები დაელოდება კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შედეგებს, რის შემდეგადაც ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. 

როგორც აქციაზე აღინიშნა, 2007 წლის შემდეგ საქართველოში რაც შრომის ინსპექცია გაუქმდა, სამუშაო ადგილებზე 480-მდე ადამიანი დაიღუპა, 800-მდე დაშავდა.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა