Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




შესაძლოა შენობების აღრიცხვა და მონიტორინგი დაიწყოს

date 30 ნოემბერი 2017
article454.jpg

  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების მიზნით, არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვისა და მონიტორინგის დაწყების ინიციატივით გამოდის. 

  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება. 
„აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვა და მონიტორინგი. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე, უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში და მე მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით“, - მიმართა კვირიკაშილმა მთავრობის წევრებს.

  პრემიერის თქმით, 2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.

  „მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში. 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება ამ მიმართულებით. მე მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში“, - აღნიშნა პრემიერმა. 


რენესანსი