ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article552.jpg
13 მაისი 2020
ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება

  სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების მომზადება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობა მერიას უკვე თავად აქვს, რასაც პროექტზე გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებს.

  „დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება ყველა სამშნებლო პროექტის განხორციელებისათვის, რომ მიგვეღო სრული ინფორმაცია, როდესაც კონკრეტული მშენებელი, კონკრეტული დეველოპერი, კონკრეტულ ქუჩაზე აშენებს საცხოვრებელ სახლს, არავინ არ თხოვდა წლების განმავლობაში რამდენად გამტარუნარიანია ის კონკრეტული ქუჩა, როდესაც ვთქვათ, 500 ოჯახი შესახლდება ახალაშენებულ კორპუსში. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მოთხოვა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა რამდენად შეესაბამებოდა კონკრეტული პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. ასევე, რამდენად შეძლებდა კონკრეტული ქუჩა იმ ავტომობილების გატარებას, რაც პროექტის განხორციელების შემდეგ მოხდებოდა.

  ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ ჩვენ თვითონვე განვსაზღვროთ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპორტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე. თუ აქამდე ჩვენ ინვესტორს, დეველოპერს, მშენებელს ვთხოვდით, რომ მათ თვითონ გაეკეთებინათ ტრანპორტის ზემოქმედების შეფასება, თბილისის მუნიციპალიტეტში დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ამიერიდან ეს დამოკიდებულება შევცვალოთ; ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ყველა წარმოდგენილ მოთხოვნაზე დაკვირვება თავად ვაწარმოოთ და გადაწყვეტილება მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ მივიღოთ.

  ჩვენ არ მოვთხოვთ ინვესტორს, დეველოპერს ამ ზემოქმედების შეფასებაზე მუშაობას, რაზე მუშაობაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და იყო შემთხვევები, რომ ხარვეზიანი მოდიოდა ეს დოკუმენტი, რაც პრობლემებს იწვევდა. უკვე გვაქვს იმის კომპეტენციაც და შესაძლებლობაც, რომ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალაძემ.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა