ბათუმში კოშკურა-ამწე წაიქცა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article423.jpg
27 ნოემბ 2016
ბათუმში კოშკურა-ამწე წაიქცა

  დღეს გამთენიისას, კაჩინსკების ქუჩაზე, 39-სართულიანი შენობის მშენებლობის ობიექტზე კოშკურა-ამწე წაიქცა. როგორც “ბათუმელებს” ადგილზე განუცხადეს, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანდა ქვაფენილისა და აუზის ნაწილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს “ორბი ჯგუფის” ხელოსნები ახორციელებენ, კოშკურა-ამწესთან დაკავშირებულ სამუშაოებს კი “ორბი ჯგუფის” ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია – შპს “მირაჟი”. ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის დირექტორის, ომარ ბერიძის განმარტებით, კოშკურა-ამწის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი. “სამუშაოები მიმდინარეობდა ჩვეულ რეჟიმში და მოულოდნელად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, წაიქცა ამწე. ეს მოხდა დაახლოებით დილის შვიდ საათზე. ვაპირებდით ამ ამწის დაშლას და ახლის დამონტაჟებას, ნაწილები უკვე ჩამოსული იყო. ამწე არ იყო ძელი, არც მისი რესურსი, ჩვეულებრივ მუშა მდგომარეობაში იყო და ტექნიკურად გამართული იყო. შემთხვევისას არავინ დაშავებულა,” – ამბობს ომარ ბერიძე.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა