Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ზაჰესის ხიდის ნაწილი ჩაინგრა

article39077.jpg

ზაჰესის ხიდის ნაწილი ჩაინგრა

  ზაჰესის ხიდის გარკვეული ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ხიდი რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა. ამის მიზეზად, მაცხოვრებლები მშენებელი კომპანიის მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებენ. ისინი თბილისის მერიისგან ხიდის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.
 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ზაჰესის ხიდის აღდგენითი სამუშაოები 4 მილიონი ლარი დაუჯდა. სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს ენ სი სიმ-მა შეასრულა. მაღალი გამტარიანობის მქონე ახალი ხიდი 50 წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

 

ads