Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




შენობის მშენებლობა + პროექტი

date 24 ნოემბერი 2015
article415.jpg

  როგორ მივიღოთ 60 კვ.მ–მდე შენობის მშენებლობის ნებართვა მარტივად, რამოდენიმე დღეში (საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე)

+ პროექტი უფასოდ WWW.MSHENEBLOBA.INFO-საგან!

     როგორც ვიცით, ნებისმიერი სახის მშენებლობას ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა, რაც დაკავშირებულია რიგ პროცედურებთან (მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის აღება), რაც მოითხოვს დოკუმენტაციის მოძიებასა და მომზადებისათვის გარკვეული რაოდენობის დროს და ხარჯებს (გეოლოგია, კონსტრუქციები, არქიტექტურა), თუმც შესაძლებელია მარტივად მივიღოთ მშენებლობის ნებართვა (ზემოაღნიშნული – გეოლოგიის, დასკვნების, პროექტის და ა.შ. გარეშე – მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფოტოფიქსაციის და ფოტომონტაჟის მეშვეობით), თუ ჩვენი საპროექტო ობიექტის საერთო ფართი არ აღემატება 60 კვ.მ–ს და განზახული გაქვთ  დამხმარე შენობა–ნაგებობის ან პატარა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა ფუნქციურ ზონაშია მიწის ნაკვეთი (სარეკრეაციო ზონაში ვერ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას), ხოლო თუ ობიექტი მდებარეობს ქალაქგეგმარებით კარკასზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის ვიზუალურ მხარეს (კარგად უნდა იქნას დამუშავებული საპროექტო მდგომარეობის ფოტომონტაჟი). გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5 მეტრი საკმარისია, რომ ორ დონიანი/სართულიანი შენობა ავაშენოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორ დონეზე არის დასაშვები 60 კვ.მ–ს (ანუ 60+60) მშენებლობა. ორ დონიანი შენობის მშენებლობისას სართულის ფართი არ უნდა აჭარბებდეს 30 კვ.მ–ს.

  60 კვ.მ–მდე I კლასის ობიექტის მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა მარტივია, ნებართვის მისაღებად საკმარისია სანებართვო სამსახურში წარადგინოთ ობიექტის არსებული მდგომარეობის ფოტომასალა და ფოტომონტაჟი (ფოტომონაჟი უნდა იყოს არსებულ სიტუაციაში მონტაჟის შედეგად ჩასმული ესკიზი (როგორც ამ სტატიაზე მიმაგრებულ ფოტოსურათზეა ჩასმული სახლის ესკიზი – არსებულ მდგომარეობაში)). საპროექტო ობიექტის მახასიათებლები – არ უნდა აჭარბებდეს 5 მ სიმაღლეს და 2 მ ჩაღრმავებას, საერთო ფართი კი დასაშვებია 60 კვ.მ–მდე.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გადაწყვიტეთ 60 კვ.მ–მდე შენობის მშენებლობა საპროექტო ტერიტორიას უნდა გადაუღოთ ფოტოსურათები და ამავე ფოტოსურათებში ჩასვათ საპროექტო შენობის ესკიზი, ხოლო თუ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რამდენად საკმარისი იქნება 60 კვ.მ საცხოვრებლად, პორტალი WWW.MSHENEBLOBA.INFO უფასოდ გთავაზობთ ჩვენს მიერ გაკეთებულ 60 კვ.მ–მდე საცხოვრებელი სახლის პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და სურვილის შემთხვევაში გამოიყენოთ იგი თქვენი ობიექტის მშენებლობისათვის ჩვენს მიერ შეთავაზებული არქიტექტურული პროექტის გათვალისწინებით.

 

პროექტი 60 კვ.მ–ში მოიცავს საცხოვრებლად საჭირო ყველა ოთახს – მისაღები, სანკვანძი, საძინებელი, სამზარეულო, რაც ოპტიმალურად არის განაწილებული ობიექტის მახასიათებლების მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროექტში.

 

.