Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




გეოლოგიის მნიშვნელობა მშენებლობაში

date 30 ნოემბერი 2017
article452.jpg

  თუ რაიმეს აშენებას ვაპირებთ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე, საჭიროა ჯერ გამოკვლეულ იქნას გრუნტი, რომელიც ყველგან განსხვავებულია თავისი ფიზიკურ–მექანიკური თვისებებით. ტერიტორიის გეოლოგიური მახასიათებლების გარკვევა ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებშიც შესაძლებელია (სადაც დაცულია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები), თუმც იგი ზოგადია და არ მოიცავს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის დეტალურ მონაცემებს, შესაბამისად უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სათანადო გეოლოგიური კვლევები, რათა კვლევების შედეგებიდან გამომდინარე ზუსტად იქნას განსაზღვრული თუ როგორი იქნება ობიექტის საძირკველი – ლენტური თუ წერტილოვანი (ეს უკანასკნელი გადაწყდება გრუნტის შედეგებიდან გამომდინარე).

დაუშვებელია გრუნტის გამოკვლევის გარეშე მშენებლობის წარმოება, რაც დიდ რისკებთან და ხარჯთან არის დაკავშირებული, ვინაიდან გამოკვლევის გარეშე ნაწარმოებმა მშენებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს შენობის არათანაბარი ჯდენა, ბზარები.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და სხვა მსგავსი მასშტაბების მშენებლობის დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობა იმ მიზეზით, რომ თითქოსდა რამოდენიმე მეტრის მოშორებით გრუნტი ერთნაირია – რაც მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში რამოდენიმე სანტიმეტრში შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული გრუნტის სახეობა