Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




მშენებლობაში გამოყენებული ფიზიკური სიდიდეების ერთეულები

date 30 ნოემბერი 2017
article449.jpg


ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (SI) მსოფლიოში ფიზიკურ სიდიდეთა ერთიან სისტემად გამოცხადებისას (გაეროს 1962 წლის გადაწყვეტილება), ამ სისტემაზე გადასვლისათვის ყველაზე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც ათობითი თვლის სისტემა ქონდათ და ტემპერატურის დასადგენად ხმარობდნენ ცელსიუსის სკალას.ასეთ ქვეყნებს განეკუთვნებოდნენ ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში შემავალი ქვეყნებიც და კერძოთ- საბჭოთა კავშირში ( მათ შორის საქართველოში)
 1978 წელს მიღებული სტანდარტის საფუძველზე დამუშავდა და 1981 წელს გამოიცა სამშენებლო ნორმები,სადაც მოცემულია იმ ფიზიკური სიდიდეთა ნუსხა, რომელთა გამოყენება რეკომენდირებულია მშენებლობაში. აღნიშნულ ნორმებში ფიზიკური სიდიდეები დაჯგუფებულია 7 განყოფილებაში:
1-სივრცისა და დროის ერთეულები
2-სამშენებლო მექანიკის, ჰიდრომექანიკისა და გრუნტების ერთეულები
3-ელექტრული და მაგნიტური სიდიდეების ერთეულები
4-სამშენებლო თბოფიზიკის ერთეულები
5-სამშენებლო აკუსტიკის ერთეულები
6-სამშენებლო შუქტექნიკის ერთეულები
7-მაიონიზებელი გამოსხივების ერთეულები
 სამშენებლო კონსტრუქციების პრაქტიკაში გაანგარიშებები გვხვდება ძირითადად პირველ სამ განყოფილებაში მოცემული ერთეულები.
 ნუსხაში მოყვანულია ძირითადი და წარმოებული სიდიდეები და მათი ერთეულები. ძირითადია SI ის შვიდი ერთეული, რომლებიც ამ სისტემის სხვა ერთეულებისაგან დამოუკიდებელია (მეტრი, კილოგრამი, წამი, ამპერი, კელვინი, მოლი, კანდელა)
 ფიზიკური სიდიდიდს წარმოებული ერთეული წარმოქმნილია ამ სისტემის სხვა ერთეულებით, ფიზიკური სიდიდიდს განმსაზღვრელი ფორმულის საშუალებით, მას შეიძლება ქონდეს დამოუკიდებელი სპეციალური დასახელებაც. მაგალითად ძალის ერთეულზე- ნიუტონი - წარმოადგენს მასის ერთეულს (კგ) ნამრავ;ს აჩქარების ერთეულზე (მ/წმ კვადრატში)
 ათჯერადო ამ წილური ერთეულების წარმოსაქმნელად საჭიროა გამოვიყენოთ მამრავლები და თავსართები.

ეს საჭიროა ერთეულების ჩანაწერის გამარტივებისათვის. მათ ისეთნაირად ვირჩევთ, რომ სიდიდეთა რიცხვითი მნიშვნელობები იყოს 0,1 დან 1000 მდე დიაპაზონში. მაგალითად 1000000 პასკალის (პა) ნაცვლად ვწერთ 1 მეგაპასკალს (მგპა) 20000 ნიუტინის (ნ) ნაცვლად 2- კილონიუტინს (კნ)
 ფიზიკურ ერთეულთა ნორმების მიხედვით, რომლებიც მშენებლობაშია რეკომენდირებული შეცდომების თავიდან ასაცილებლად ჯერადი ან წილური ერთეულები მხოლოდ გაანგარიშების შედეგებში უნდა გამოვიყენოთ, გამოთვლების პროცესში სიდიდეები უნდა გამოისახოს SI სისტემის ძირითადი ერთეულებით, ყველა სიდიდიდს რიცხვითი მნიშვნელობა კი ბოლოსართი ნამრავლით 10 ის შესაბამისი ხარისხის მეშვეობით. მაგალითად 200 მგპას-ს ნაცვლად 200 გამრავლებული 10-ის მეექვსე ხარისხზე (ნ/მ კვადრატზე). ასეთი გამოთვლების დროს საჭირო აღარ არის დამატებითი კოეფიციენტების შემოტანა ჯერადი და წილური ერთეულების სხვა ერთეულებით გამოსახსივსათვის, თუმცა აქვე უნდა ღინისნოს რომ 10 ის მაღალი ხარისხის დროს მრავალი ნულის გამოყენება შრომატევადს ხდის გაანგარიშებას არც არმატურის განივკვეთის ფართობის კვადრატულ მეტრებში ჩაწერაა მოსახერხებელი.ამიტომ ჩვეულებრივ ხმარობდნენ სმ კვადრატს, ეს მოსახერხებელია მაშინ როდესაც ძაბვას, დრეკადობისა და ძვრის მოდულს კგძ/ს, კვადრატით გამოვსახავთ.
ძალა გამოისახება ნიუტონებით (მმ), ფართობი მმ კვადრატებით, მოცულობა, კვეთის სტატიკური და წინაღობის მომენტები მმ კუბებით და კვეთის ინერციის მომენტი მმ მეოთხე ხარისხით; ძაბვა საანგარიშო წინაღობები, დრეკადობის და ძვრის მოდულები მგპა ებით (ნ/მმ კვადრატში).

 

მეცნიერული კვლევის საფუძვლები მშენებლობაში
გ.ჯაფარიძე
ბ.კეშელავა