ახალი ტიპის ბეტონით მშენებლობის ღირებულება შემცირდება — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article545.jpg
11 თებ 2020
ახალი ტიპის ბეტონით მშენებლობის ღირებულება შემცირდება

   ბეტონი ერთ-ერთი ძირითად სამშენებლო მასალაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სამშენებლო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.

 ბეტონის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი და ძვირი კომპონენტი ხომ ცემენტია, რომლის მოპოვება და დამუშავება მოითხოვს მნიშვნელოვან ხარჯებს მაშინ, როდესაც შესაძლებელია მოიძებნოს მისი ალტერნატივა?!

 სწორედ აღნიშნულ თემაზე მუშაობენ ავსტრალიერი მეცნიერები, რომლებიც ალტერნატივად მოიაზრებენ შუშის მცირე ნაწილაკებს (რომლებიც გადამუშავებისათვისაც აღარ არის ვარგისი).

  მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ შუშის შემადგენლობით ბეტონის გამოყენება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტრუქციების სიმტკიცეს, არამედ შეამცირებს მშენებლობის ხარჯებს და ასევე შეუძლიათ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება. დღეისათვის შუშის უამრავი მარაგია დედამიწაზე, რომლებცის არ ექვემდებარებიან გადამუშავებას (მათი მცირე ნაწილაკების გამო) მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია ისინი გამოყენებულ იქნეს სამშენებლო სფეროში.

  მეცნიერები გვთავაზობენ შუშის პოლიმერბეტონში (ბეტონი, რომელშიც მჭიდა (შემკვრელი) ნივთიერებაა ორგანული პოლიმერი - გამაგრებული ნარევი მაღალმოლეკულური ნივთიერებისა და მინერალური შემვსებისა (სილისა, ხრეშისა და სხვ.)) გამოყენებას. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ბეტონი ადვილად უძლებს სინესტეს, ტემპერატურის ცვალებადობას და ქიმიურ ზემოქმედებას. 

  მეცნიერების მიერ უკვე ჩატარებულია გარკვეული ტესტირებებიც და მასალამ უზრუნველყო სიმტკიცე. დღესდღეობით ყველაზე საიმედოდ მიჩნეულია М1000 მარკის ბეტონი (ის გამოიყენება ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებში, როგორიცაა შახტა, თვითმფრინავების დასაჯდომი, ჰესი..), ბეტონში შუშის გამოყენება კი ჩვეულებრივზე მეტად მტკიცე ხდება, ხოლო ღირებულება მცირდება.

   თანამედროვე ბეტონის შექმნაზე სინგაპურშიც მუშაობენ და შექმნილია ისეთი სახის ბეტონი, რომლის დამსხვრევაც ძალზედ ძნელია.


რეკლამა