Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ბეტნისა და რკინაბეტონის სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article464.jpg

ბეტნისა და რკინაბეტონის სამუშაოები

მუხლი 12. ბეტნისა და რკინაბეტონის სამუშაოები

1. რადგან საქართველო მდებარეობს 7-9 ბალიანი სეისმური ზემოქმედების ზონაში, შენობა-ნაგებობების აგებისას რიგი კონსტრუქციები გათვალისწინებული უნდა იქნეს რკინაბეტონის სარტყლის მოწყობით და გაძლიერებული დაარმატურებით.
2. სამშენებლო მოედანზე ბეტონის მოსამზადებლად გამოიყენება ბეტონმრევები. მათი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭიროა:
ჩასატვირთი ძაბრები და საბრუნი ნიჩბები დაიხუროს გისოსებით მასში ადამიანის ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად;
ბეტონსაზელის დოლის გაწმენდისას შიგ მყოფი მუშების უსაფრთხოებისათვის მიღებულ იქნას ღონისძიებები;
ბეტონის ბადია უნდა ჩამოიკიდოს უსაფრთხოების კაუჭით. ბადიის საყრდენები, პლატფორმები და ლენტური კონვეირი დააყენოს და შეამოწმოს ყოველდღე კომპეტენტურმა პირმა;
სამშენებლო მოედნებზე გამოიყენება ლენტური კონვეირი. თუ ლენტი მთლიანად არაა დახურული, ლენტიდან მასალები შეიძლება გადმოვარდეს, რისგან დასაცავადაც საჭიროა დაიდგას ფარები.
3. მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების ასაგებად გამოყენებული უნდა იქნეს ფოლადის ან ხის ინვენტარული ყალიბები.
ყალიბების სახე დამოკიდებულია ასაგებ კონსტრუქციაზე. არსებობს ბლოკური, მცოცავი, მოცულობით გადასადგმელი, მსხვილფარიანი და წვრილფარიანი ტიპის ყალიბები.
გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს სათანადო წესით ადგილზე დამზადებული ყალიბები. ყალიბის ლურსმით შეჭედვა დაუშვებელია. 
4. ყალიბების რამდენიმე იარუსად დაყენებისას ყოველი მომდევნო იარუსი დაყენებული უნდა იქნეს მხოლოდ წინა იარუსის დამაგრების შემდეგ. 
5. ყალიბებზე მასალების დაწყობა და ყალიბის საფენებზე ხალხის ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ სამუშაოთა წარმოებაში დაუშვებელია.
6. დაბეტონების დაწყებამდე საჭიროა შემოწმდეს ყალიბების, არმატურის, საანკერო ჭანჭიკების და ჩასატანებელი დეტალების შესაბამისობა პროექტთან და შედეგი გაფორმდეს სათანადო აქტით.
7. ყალიბების დაშლა უნდა წარმოებდეს ბეტონის მიერ საპროექტო სიმტკიცის 70% მიღების შემდეგ. დაშლის დროს კონსტრუქციის ნაწიბურები არ უნდა იშლებოდეს. ყალიბების დაშლა სწარმოებს სამუშაოთა  მწარმოებლის ნებართვით.
8. დაბეტონება უნდა მიმდინარეობდს უწყვეტი ციკლით. დაბეტონების შეწყვეტა დასაშვებია მუშა ნაკერთან. ბეტონისა და რკინაბეტონის ვერტიკალურ კედლებში ნაკერები უნდა მოეწყოს ჰორიზონტალურად, ხოლო ჰორიზონტალურში ვერტიკალურად. დახრილი ნაკერი ასუსტებს კონსტრუქციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონსტრუქციის უეცარი დაშლა და საფრთხე შეუქმნას მშენებლობაზე მომუშავე პერსონალს.
9. არმატურის დამზადება და დამუშავება უნდა მოხდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ და მოწყობილ ადგილებში.
    10. არმატურის დასამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია:
    გორგალის გასაშლელი ადგილის შემოღობვა და გორგალის გაშლა;
არმატურის დაჭრის დროს დაზგაზე 0,3 მ-ზე ნაკლებ ღეროებად გამოყენებულ იქნეს მოწყობილობა, რომელიც არ დაუშვებს მათ გაფანტვას;
    არმატურის იმ ღეროების დამუშავებისას, რომელთა სიგრძე აღემატება დაზგის გაბარიტებს, სამუშაო ადგილის შემოღობვა;
დამზადებული არმატურის დაწყობა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე;
11. არმატურის დაჭიმვის სამუშაოების ჩატარების დროს აუცილებელია მომუშავეთა გასასვლელებში დაიდგას შეღობვა სიმაღლით არანაკლებ 1,8 მ;
12. არმატურის კარკასის ელემენტები აუცილებელია დაპაკეტდეს მათი აწევის, დასაწყობების და სამონტაჟო ადგილამდე ტრანსპორტირების პირობების გათვალისწინებით.
13. ბეტონის ნარევის ქიმიური დანამატებით დამზადებისას, საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები კანის დამწვრობის და თვალების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
14. ბეტონის ნარევით დატვირთული ან ცარიელი ბუნკერის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ჩაკეტილი საკეტით. 
15. ბეტონოსადენების მონტაჟი, დემონტაჟი და რემონტი, ჩარჩენილი ბეტონიდან გაწმენდა დასაშვებია მხოლოდ ატმოსფერული წნევის სიდიდემდე წნევის დაწევის შემდეგ.
16. შეკუმშული ჰაერით ბეტონსადენების გაწმენდის (გამოცდის, გაქრევის) დროს მუშები, რომლებიც არ არიან დაკავებული უშუალოდ ამ ოპერაციით უნდა იმყოფებოდნენ ბეტონსადენიდან არანაკლებ 10 მ-ის მოშორებით.
17. ყალიბებში ბეტონის ჩაწყობის დაწყებამდე აუცილებელია ყოველდღიურად შემოწმდეს ტარის და ყალიბების მდგომარეობა. გაუმართაობის აღმოჩენისას, იგი დაუყონებლივ უნდა გასწორდეს. 
ვიბროხორთუმით ბეტონის ჩაწყობის წინ აუცილებელია შემოწმდეს ვიბროხორთუმის ყველა რგოლის გამართულობა, რგოლების ერთმანეთთან და დამცავ გვარლთან საიმედო დამაგრება.
18. ბეტონის ჩაწყობისას ბადიიდან მანძილი ბადიის ქვედა ნაწილიდან ჩაწყობის ზედაპირამდე არ უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს.
19. ბეტონის ნარევის ელექტროვიბრატორით შემკვრივების დროს უნდა გამოირიცხოს დენგამტარის იზოლაციის დაზიანება.
20. ბეტონის ჩაგებისას ზედაპირზე, რომლის დახრა აღემატება 200-ს, მუშები უნდა სარგებლობდნენ დამცავი ქამრებით.
21. ავტოთვითმცლელებით ბეტონის ნარევის მისაწოდებელი ესტაკადები მოწყობილი უნდა იყოს გამთიშავი ძელით. შემოღობვას შორის გათვალისწინებული უნდა იყოს გასასვლელები სიგანით არანაკლები 6 მ-ისა. ესტაკადის ჩიხში მოთავსებული უნდა იყოს გამთიშავი ძელი.
22. მუშაობის დამთავრების შემდეგ სტაციონალური ბეტონმრევის გაწმენდა უნდა მოხდეს მასში მშრალი ქვიშის ჩაყრითა და მორევით. დაუშვებელია ბეტონმრევში ადამიანის ჩასვლა.
ბეტონმრევში ადამიანის ჩასვლის აუცილებლობის შემთხვევაში ჩამრთავ ელექტრო პულტთან უნდა გაკეთდეს სათანადო გამაფრთხილებელი წარწერა.