Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ბურღვითი სამუშაოები, მიწის სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article467.jpg

მუხლი 8. მიწის სამუშაოები

1. მიწის სამუშაოების დაწყებამდე დადგენილი უნდა იქნეს მოქმედი კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროკაბელები, გაზსადენები) განლაგების ადგილები. 
    2. მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში მიწის სამუშაოები უნდა წარმოებდეს სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატის უშუალო ხელმძღვანელობით, ხოლო კაბელის დაცვის ან მოქმედი გაზსადენის ზონაში, ელექტრო ან გაზის მეურნეობის მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ.
    3. ნიადაგის პათოგენური დანაგვიანების, სანაგვეზე, სასაფლაოსა და სხვა უბნებზე მიწის სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის ნებართვა.
    4. მიწისქვეშა სათავსოებში მუშაობა, სადაც არ არის ცნობილი ჰაერის შედგენილობა, საჭიროებს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების მკაცრ დაცვას. სამუშაოები უნდა ჩატარდეს სულ მცირე 3 კაციანი ჯგუფით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ავტომატური სასუნთქი აპარატებით, ერთი მუშა ავტომატური სასუნთქი მოწყობილობით იმყოფება მიწისქვეშა სათავსოში, დანარჩენი ორი აზღვევენ სათავსოში მყოფ მუშას.
    5. სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩებში და გასასვლელებში მოწყობილი უნდა იყოს საფარები და შემოღობვები. შემოღობვაზე დაყენებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი წარწერები და ნიშნები, ხოლო ღამის საათებში სასიგნალო განათება.
6. ქვაბულებსა და ტრანშეებში გრუნტის სამუშავება გამოთხრით დაუშვებელია. 
7. გამაგრების გარეშე ვერტიკალურ კედლებიანი ქვაბულისა და ტრანშეის გათხრის სიმაღლე დამოკიდებულია გრუნტის სახეზე და მიწისქვეშა წყლის დონეზე.
არაკლდოვან გრუნტებზე წყლის დონის ზევით გამაგრების გარეშე დასაშვებია გათხრა:
-    ქვიშიან გრუნტებში 1 მ;
-    ქვიშნარებში 1,25 მ;
-    თიხნარებსა და თიხებში 1,5 მ-მდე.
8. ქანობის მქონე კედლებიანი ქვაბულების და ტრანშეების გათხრა ფერდოს კედლების გამაგრების გარეშე არაკლდოვან გრუნტში დასაშვებია ცხრილ 1-ში  მოცემული თხრილის სიღრმისა და ფერდოს ქანობისათვის. 

ცხრილი 1

გრუნტის სახეები    ფერდოს ქანობი (სიმაღლის ფარდობა ფერდოს ფუძესთან) ნათხარის სიმაღლისას მ, არა უმეტესი
    1,5    3    5
დაუტკეპნელი ნაყარი    1 : 0,67    1 : 1    1 : 1,25
ქვიშოვანი და ღორღოვანი    1 : 0,5    1 : 1    1  :  1
ქვიშა    1 : 0,25    1 : 0,67    1: 0,85
ქვიშნარი    1,0    1 : 0,5    1: 0,75
თიხა    1,0    1: 0,25    1 : 0,5
ლიოსი და ლიოსისებრი    1,0    1 : 0,5    1 : 0,5

9. ქვაბულის ან ტრანშეის ფერდოს გასამაგრებლად ინვენტარული სამაგრის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჭიროა მოეწყოს ინდივიდუალური პროექტით დამზადებული და სათანადო წესით შეთანხმებული სამაგრი.
10. სამაგრის ზედა ნაწილი თხრილის ზემოდან გამოშვერილი უნდა იყოს არანაკლები 15 სმ-ით. 
11. 1,3-ზე მეტი სიმაღლის ქვაბულში ან ტრანშეებში მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოწმებული იქნება ფერდობის და სამაგრის მდგრადობა.
12. ნათხარიდან გრუნტის ბადიით ამოღებისას, მუშის თავშესაფარი საჭიროა გადმოხურული იქნეს საჩეხით.
13. ექსკავატორის მუშაობის დროს შემოიფარგლება საშიში ზონა, რაც ტოლია ჩაბმის მოქმედების რადიუსს +5 მ. 
14. პირდაპირნიჩბიანი ექსკავატორით ნათხარის დამუშავებისას, სანგრევის სიმაღლე უნდა განისაზღვროს ისე, რომ სამუშაო პროცესში არ წარმოიქმნას გრუნტის ფარდა.
15. ახლად ჩაწყობილ საყრდენ კედლებსა და საძირკვლებში უბის ცალმხრივი შევსება დასაშვებია ისეთი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტრუქციის მდგრადობას.
16. ჰიდრომექანიზაციის ხერხით გრუნტების დამუშავების დროს საჭიროა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები და წარწერები.
ხელით სამართავი ჰიდრომონიტორის ადგილსამყოფელი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მანძილი ჰიდრომონიტორსა და სანგრევის კედელს შორის სანგრევის სიმაღლეზე მეტი იყოს, ხოლო ჰიდრომონიტორსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის, არანაკლები წყლის ჭავლის სიგრძის ორმაგი მანძილისა.
� ჰიდრომონიტორის მემანქანის სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 10 მ მანძილზე წყალსატარზე უნდა დაიდგას ურდული, ავარიის შემთხვევაში წყლის მიწოდების გამოსართველად.
მონალექი გრუნტის ნაყარის ადგილი შემოღობილი ან აღნიშნული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნებით.
ჰიდრომონიტორის მემანქანის სამუშაო ადგილი სანგრევიდან დაცული უნდა იყოს დამცავი ეკრანით.
17. აფეთქებით, გრუნტის დამუშავებისას დაცული უნდა იყოს ასაფეთქებელ, სამუშაოების უსაფრთხოების ერთიანი წესები.


მუხლი 9. ბურღვითი სამუშაოები

1. ბურთვითი სამუშაოები ძირითადად სწარმოებს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად და საძირკვლების მოსაწყობად ნატენი ხიმინჯებით.
2. საბურღი კოშკის და ურნალის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ტექნოლოგიური რუკის მიხედვით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. 
3. 15 მ/წმ ქარის სიჩქარისა და ჭექა-ქუხილის დროს საბურღი კოშკის და ურნალის მონტაჟი, დემონტაჟი და გადაადგილება დაუშვებელია.
4. საბურღი კოშკის და ურნალის კონსტრუქციების აწევამდე ყველა მათი ელემენტი საიმედოოდ უნდა იყოს დამაგრებული, ხოლო ინსტრუმენტი და დაუმაგრებელი საგნები მოშორდეს.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწყობილი კონსტრუქციების აწევისას, ყველა სხვა სამუშაო შეწყვეტილ უნდა იქნეს კონსტრუქციის სიგრძეს დამატებული 5 მ მანძილის რადიუსში.
5. საბურღი კოშკის და ურნალის ტექნიკური მდგომარეობა (კვანძების დამაგრების საიმედოობა, კავშირების და მუშა ფენილების გამართულობა) უნდა შემოწმდეს ყველა ცვლის დაწყების წინ. 
6. საბურღი კოშკი და ურნალი მოწყობილი უნდა იყოს ხმოვანი სიგნალიზაციით. მოქმედებაში მათ გაშვებამდე უნდა ჩაირთოს ხმოვანი სიგნალი.
7. საბურღი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, ურნალზე (კოშკზე) დაყენებული უნდა იყოს საბურღი ინსტრუმენტის ან ტვირთამწე მოწყობილობის აწევის სიმაღლის შემზღუდველი.
8. საბურღი ინსტრუმენტის ბოლომდე ჩაუხრახნელი და ხრახნული შეერთების ჩაუმაგრებელი საბურღი ინსტრუმენტით მუშაობა დაუშვებელია.
9. საბურღი დანადგარების დათვალიერების, შეზეთვის ან გაუმართაობის დათვალიერების დაწყებამდე, საბურღი ინსტრუმენტი დაყენებულ უნდა იქნეს მდგრად მდგომარეობაში, ხოლო ძრავა გამოირთოს.
10. ურნალის გადაადგილება ძირს დაშვებული უროთი უნდა განხორციელდეს მოსწორებულ მოედანზე. 
ურნალის გადაადგილების ლიანდაგის გზის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ყველა ცვლის დაწყების წინ. ხიმინჯების ჩასობის პროცესში და სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ურნალი უნდა დაიკეტოს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით.
11. სამაგრი მილების ჩაშვებისა და ამოღების დროს ამ სამუშაოებში მონაწილე პირების გარდა, არავინ არ დაიშვება საბურღი კოშკის ერთნახევარ სიმაღლის ტოლ მანძილზე.
12. საბურღი სამუშაოების წარმოებისას საბურღი მოწყობილობის ბორბლები (ან მუხლუხები) არ უნდა იყოს ფერდოს ბაზოს ნაპირიდან 3 მ-ზე ახლოს.
13. ხალხის გადაადგილება ფერდოს ბაზოზე უნდა მოხდეს კიბით, რომელსაც აქვს მოაჯირა, კიბის დახრა არ უნდა იყოს 600-ზე მეტი.