Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article460.jpg

მუხლი 17. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები 

1. ელექტრული ქსელის, მოწყობილობების და დანადგარების ჩართვა ელექტროუსაფრთხოების სამსახურის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
2. ნებისმიერი ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს მიღებული უნდა იქნეს გაუთვალისწინებელი ჩართვის (წრედის დამცველები მოხსნილი უნდა იქნეს) ან გამორთვის თავიდან აცილების ღონსძიებები.
3. დენის ოპერატიული მიწოდებისას ელექტრული წრედის და აპარატურის გამოსაცდელად, მათზე საჭიროა მოთავსებულ იქნეს გამაფრთხილებელი პლაკატები, ნიშნები და წარწერები. სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებული არ არის გამოცდასთან უნდა შეწყდეს. ამ სამუშაოთი დაკავებული მუშები გაყვანილი უნდა იყვნენ.
ელექტრომოწყობილობის გამოცდისათვის ძაბვის მიწოდება წარმოებს ელექტროსამონტაჟო ორგანიზაციის პასუხისმგებელი მუშაკის წერილობითი განკარგულების საფუძველზე.
4. საჰაერო გამომრთველების გამოცდის ადგილიდან 50 მ-ზე ახლოს ყოფნა და სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. საჰაერო გამომრთველების ჰაერშემკრები დამცავი სარქველი დარეგულირებული და გამოცდილი უნდა იყოს წნევაზე, რომელიც არ აღემატება მუშა წნევას 10% მეტი სიდიდით.
იმ სამუშაოთა წარმოებისას, რომლებიც დაკავშირებულია ხალხის ყოფნასთან ჰაერშემკრების შიგნით, ჰაერშემკრებში ჰაერის მიმწოდებელი მილსადენების ვენტილი დაკეტილი უნდა იყოს, მათზე დაყენებულ უნდა იქნეს საკეტები და გამაფრთხილებელი პლაკატები.
უჩამონშვებო ვენტილი ღია უნდა იყოს. მათზე მოთავსებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი პლაკატები ან წარწერები.
5. ელექტრული დენით ელექტრული მანქანებით და ტრანსფორმატორებით შრომა უნდა სწარმოებდეს დამამზადებელი ქარხნის ინსრტრუქციის შესაბამისად.
იზოლაციის წინაღობის გაზომვისას ელექტრული დენით შრობის დროს, დამამაგნიტებელ და მუშა ხვიებზე მკვებავი დენის მიწოდება უნდა შეწყდეს.
6. დასამონტაჟებელ ტრანსფორმატორებზე პირველადი და მეორეული გრაგნილების გამომყვანები დამოკლებული და დამიწებული უნდა იყოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში.
7. აკუმულატორის ბატარეების მონტაჟის სათავსოში, ფირფიტების მირჩილვის სამუშაოების დაწყებამდე და ქილებში ელექტროლიტის ჩასხმამდე,  გამოცდილი იყოს ვენტილაციის, გათბობის და განათების სისტემები და მისაწვდომ ადგილებში დადგმული იქნეს ჭურჭელი ხსნარით მჟავებისა და ტუტეების ნეიტრალიზაციისათვის.
8. ძაბვის ქვეშ მყოფი  კაბელების გაყვანა მილებში, ღარებსა და კოლოფებში პროექტით გათვალისწინებული დამაგრების გარეშე, დაუშვებელია.
9. ელექტროგამტარის და კაბელის იზოლაციის წინაღობის გაზომვა  მაგომეტრით უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ტექნიკის არანაკლებ მესამე კატეგორიის მქონე პერსონალის მიერ. გამტარის და კაბელის დაბოლოებებს, რომლებიც გამოცდის დროს შეიძლება აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ, საჭიროა გაუკეთდეს იზოლაცია.
10. ამწიდან სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას სამონტაჟო ზონაში ძაბვის ქვეშ მყოფი ღია ტროლეი, განათების ქსელი და ძალური მაგისტრალები გამორთული ან შემოღობილი უნდა იყოს.
11. კაბელური ხაზების გაყვანისას საჭიროა დაცული იქნეს კაბელების გაყვანის ინსტრუქცია. კაბელის გაშლა დოლიდან დასაშვებია მხოლოდ სამუხრუჭე მოწყობილობის არსებობისას. 
ექსპლუატაციაში მყოფი კაბელის გაყვანა დასაშვებია მხოლოდ მათი გამორთვისა და დამიწების შემდეგ.
12. კაბელის გაცხელება 380 ვ-ზე მეტი ძაბვის ელექტრული დენით დაუშვებელია. 
ელექტრული მანქანების და აპარატების კორპუსები, რომლებიც გამოიყენება გასაცხელებლად 42 ვ და მეტი ძაბვის დროს, ასევე კაბელის ლითონის გარსაცმები დამიწებული უნდა იყოს. გაცხელების უბანზე მოთავსებული უნდა იყოს  ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და დაწესებული უნდა იყოს მორიგეობა.
13. გაზის ქურის სანთურით კაბელის და მირჩილვის გაცხელება უნდა სწარმოებდეს არა უახლოეს 2 მ-ისა საკაბელო ჭიდან. გალღობილი სარჩილი და გაცხელებული კაბელის მასა ჭაში უნდა ჩაუშვან სპეციალური ჩამჩით ან დახურული კასრით.
14. კაბელის ქუროსა და ძაბრში ჩასასხმელი კაბელის მასის გაცხელებისას დახურულ სათავსოში, უზრუნველფილი უნდა იყოს მისი ვენტილაცია (განიავება). 
15. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების მონტაჟისას სავალდებულოა ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებული უბნების დამიწება. მანძილი დამმიწებლებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 3 კმ-ს. გამტარი ან ასაწევი გვარლი მოთავსებული უნდა იყოს მიწიდან 4,5 მ-ზე მაღლა, ხოლო ტრანსპორტის გასასვლელ ადგილებში არანაკლებ 6 მ-ისა. 
საყრდენებზე ან მიწაზე განლაგებული გამტარისა და ტროსის მიერ შექმნილი შიგა კუთხის მხრიდან მომუშავეთა ყოფნა აკრძალულია.
16. სამუშაოთა წარმოების ზონის გამოყოფა, დენის შემთხვევითი მიწოდების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ნუსხა, ხალხისა და მანქანების მოძრაობის დასაშვები ადგილები უნდა გაფორმდეს სათანადო აქტით.  სამუშაოთა ჩატარება უნდა წარმოებდეს აქტი-დაშვების გაფორმების შემდეგ.
17. პერსონალის გავლა და მექანიზმების მოძრაობა მოქმედი განმანაწილებელი მოწყობილობების ტერიტორიაზე სამუშაოთა წარმოების შემოღობილ ზონაში, დასაშვებია მხოლოდ სპეციალური გამოყოფილი პირის თანხლებით.