Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




მიწისქვეშა სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article463.jpg

მუხლი 19. მიწისქვეშა სამუშაოები

1. მიწისქვეშა სამუსაოების ჩატარებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ სათანადო სამინისტროებისა და უწყებების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სამთო-გვირაბგასაყვანი სამუშაოების უსაფრთხოების წესებით.
2. მიწისქვეშა სამუშაოების ხელმძღვანელები სამუშაოს დაწყებამდე უნდა გაეცნონ სამუშაოს წარმოების ადგილს, გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ პირობებს.
3. მიწისქვეშა სამუშაოების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების, შენობებისა და ნაგებობების შესწავლა და მათი შესაძლო დაზიანების საწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება.
4. მიწისქვეშ მომუშავეებს უნდა შეასწავლოთ ავარიის შემთხვევაში მოქმედების წესები.
5. ყველა უბანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიის ლიკვიდაციისათვის საჭირო ინსტრუმენტების, მასალების, ხანძრის ჩასაქრობი და სხვა საშუალებების მარაგით და მათი მოხმარების ინსტრუქციით.
6. მიწისქვეშა გამონამუშავრების დროებითი გამაგრება ტარდება ტექნოლოგიური რუკის (გამაგრების პასპორტის) მიხედვით. გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შეცვლისას, ტექნოლოგიურ რუკაში შეტანილ უნდა იქნეს სათანადო ცვლილებები.
7. მიწისქვეშა სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა დაწესდეს მეთვალყურეობა გამონამუშევრების გამაგრების მდგომარეობაზე, გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესაბამისობაზე პროექტში მითითებულ პირობებთან.
8. სანგრევში მყოფი ჭაურის გაყვანისას მუშები დამცავი საფენით დაცული უნდა იყვნენ ზემოდან საგნის ვარდნისაგან. 
9. გვირაბის გაყვანისას ფარებით:
დამონტაჟებული ფარი, მისი მექანიზმები და მოწყობილობები შეიძლება შეყვანილ იქნეს ექსპლუატაციაში მხოლოდ მათი აქტით მიღების შემდეგ;
გრუნტის დამუშავება შეიძლება მხოლოდ საფარის ფარგლებში;
დაუშვებელია ფარის გადაადგილება შემონაფენის რგოლის სიგრძეზე მეტ მანძილით;
არამდგრად, სუსტ გრუნტებში სანგრევის შუბლი უნდა გამაგრდეს დროებითი სამაგრით, ხოლო ფხვიერ გრუნტებში გამოყენებული უნდა იყოს ფარები ჰორიზონტალური ბაქნებით, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ფერდოს გრუნტის მდგრადობის უზრუნველყოფის პირობიდან;
დაუშვებელია ხალხის ყოფნა სანგრევთან, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ასრულებენ სამუსაოს და, რომელთაც ევალება გამაგრების სამუშაოებზე მეთვალყურეობა.
10. მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული ყველა ელექტრომოწყობილობა, ფეთქებადსაშიში პირობების არსებობისას, დამზადებული უნდა იყოს არაფეთქებადი მასალისაგან.
11. შახტის, შტოლნის და გვირაბების მუშა და ავარიული ელექტროგანათება, სხვადასხვა დენის წყაროებიდან უნდა განხორციელდეს.
12. ელექტროდანადგარების ადგილები გამონამუშევრებსა და გვირაბებში გამაგრებული უნდა იყოს უწვავი მასალების გამოყენებით.
13. გადასაყირავებელ ვაგონებს უნდა ჰქონდეს თვითნებური გადაყირავებისაგან დამცავი საკეტი.
14. ერთსა და იმავე სამთო გამონამუშევარში დაუშვებელია ხელის და მექანიზირებული ვაგონების გამოყენება. ხელით გაგორების შემთხვევაში, ვაგონების წინა კედელზე დაყენებული უნდა იყოს სინათლის სიგნალი.
15. შახტისა და გვირაბების გაყვანისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი ვენტილაცია, შედუღებისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად.
16. მილები მუშების ყოფნა მილში დასაშვებია, როცა მილის დიამეტრი აღემატება 1200 მმ, ხოლო სიგრძე 40 მ-ს. 
მუშის მილში ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 1 სთ-ს, ხოლო სამუშაო ციკლს შორის დრო არ უნდა იყოს 30 წთ-ზე ნაკლები. 
10 მ და მეტი სიგრძის მილსადენი უზრუნველყოფი
17. დაწნეხის მეთოდით მილის ჰორიზონტალური გაყვანის დროს, მილის შიგნით გრუნტის ხელით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხულია სანგრევში გაზის ან წყლის მოდინება. მილში მყოფ მუშებთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი კავშირი.
მილსადენის დანის ფარგლებს გარეთ გრუნტის ხელით დამუშავება დაუშვებელია.