Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




მოპირკეთების სამუშაოები

date 27 ნოემბერი 2012
article416.jpg

მუხლი 16. მოპირკეთების სამუშაოები

 

1. ლესვის ან სამღებრო სამუშაოების შესრულებისას, მოხარაჩოების საშუალებებს, რომლის ქვეშ სრულდება სხვა სამუშაოები ან გასასვლელია მოწყობილი, არ უნდა ჰქონდეს ღრეჭოები.

2. დუღაბტუმბოების გამოყენებით შესალესი სამუშაოების წარმოებისას უნდა არსებობდეს ორმხრივი კავშირი ოპერატორსა და დანადგარის მემანქანეს შორის.

3. სამშენებლო მოედანზე სამღებრო შედგენილობის დამზადება უნდა სწარმოებდეს ისეთი ვენტილაციის მქონე სათავსოში, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციამდე დაყვანას. სათავსო უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაბანი საშუალებებით და თბილი წყლით.

4. დაუშვებელია სამღებრო შედგენილობების დამზადება, ქარხანა-დამამზადებელის ინსტრუქციის დარღვევით, ასევე დაუშვებელია გამხსნელების გამოყენება, რომელთაც არ გააჩნიათ სერტიფიკატი მავნე ნივთიერებების სახეობის მითითებით. 5. ნიტროსაღებავების და სხვა ფეთქებადი ორთქლის წარმომქმნელი ლაქსაღებავების გამოყენების ადგილებში აკრძალულია ცეცხლის გამოყენება და ნაპერწკალწარმომქმნელი მოქმედებების შესრულება.

6. ფეთქებადსაშიში მასალების (ლაქები, ნიტროსაღებავები და სხვ.) ტარა, შესვენებების დროს უნდა დაიკეტოს საცობით ან სახურავით და გაიხსნას ინსტრუმენტით, რომელიც არ წარმოშობს ნაპერწკალს.

7. მავნე მასალებით სამღებრო სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იყოს სამღებრო სამუშაოს ჩატარების სანიტარული წესები და ნორმები.

8. ის ადგილები, რომლის ზევითაც სრულდება შემინვის სამუშაოები, შემოღობილი უნდა იყოს.

9. შემინვის სამუშაოების დაწყებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ფანჯრის ალათების გამართულობა და მდგრადობა.

10. დაყენების ადგილზე მინის გადატანა უნდა ხდებოდეს სპეციალური ტარით ან უსაფრთხოების დაცვის სათანადო ღონისძიებების ჩატარებით.