Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




საძირკვლების მოწყობა

date 1 დეკემბერი 2017
article466.jpg

მუხლი 10. საძირკვლების მოწყობა

1. მიწისქვეშა კომუნიკაციების სიახლოვეს, ფეთქებადი მასალების აღმოჩენის ან ნიადაგის პათოგენური მოწამვლის ადგილებში, ბურღვითი სამუშაოების და შენობა-ნაგებობების საძირკვლების (ფუძეების) სამუშაოთა შესრულება დასაშვებია, თუ სათანადო ორგანოებთან შეთანხმებული იქნება შრომის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები.
2. მცირე ჩაღრმავების საძირკვლების დამუშავება, თუ მათი სიღრმე 1,5-2 მეტრს არ აღემატება მიმდინარეობს კედლების გაუმაგრებლად ვერტიკალურად ან დაფერდებით.
3. განიერი ქვაბულების კედლების გასამაგრებლად იყენებენ ანკერულ სისტემებს, სადაც ანკერის დაყენება ადგილის სივიწროვის გამო შეუძლებელია, გამაგრება ხდება ირიბმისაბჯენებით. 
4. საბურღი კოშკის და ურნალის მონტაჟი, დემონტაჟი და გადაადგილება უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიური რუკის მიხედვით, სამუშაოების უსაფრთხო შესრულების იმ პირების უშუალო ხელმძღვანელობით, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ სამუშაოს შესრულებაზე. 
5. ხიმინჯი დასაშვებია გადაადგილდეს სწორი ხაზით ურნალის მემანქანის დამზერის არეში, მხოლოდ სარიდი ბლოკით, რომელიც დამაგრებული იქნება ურნალის საფუძველთან.
6. უროს და ურნალის ხიმინჯის ზღვრული მასა მითითებული უნდა იყოს მის ნამწეზე ან ჩარჩოზე. 
ურნალზე უნდა დააყენონ ტვირთამწის შემზღუდველი.
7. ხიმინჯის ჩასასობი უროს და ხიმინჯის აწევა მიმდევრობით უნდა ხდებოდეს. უროს და ხიმინჯის ერთდროული აწევა დაუშვებელია.
8. გრუნტში ჩასობილი ხიმინჯის გადაჭრისას უნდა იქნეს მიღებული მოჭრილი ნაწილის უეცარი ვარდნის საწინააღმდეგო ზომები.
9. მცურავი ურნალით ხიმინჯის ჩასობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი დამაგრება ნაპირთან ან ფსკერზე ღუზით, აგრეთვე, კავშირი ნაპირთან მორიგე საცურავო საშუალებებით ან ფეხით სასიარული ხიდით. მცურავი ურნალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამაშველო საშუალებებით და ნავით. 
დაუშვებელია ხიმინჯის სამუშაოების ჩატარება მდინარეებზე და წყალსაცავებში 2 ბალზე მეტი ღელვის დროს.
ვიბროჩამშვებით ხიმინჯის ჩარჭობის დროს უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ვიბროჩამშვების და ხიმინჯის თავსაცმის მჭიდრო და საიმედო შეერთება, ასევე ვიბროჩამშვების ბაგირების თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა. 
10. ხიმინჯ-გარსის ჩაშვების დროს ჩამოსაკიდებელ სამუშაო ბაქანზე მუშების დაშვება, ჩასაშვებ ხიმინჯგარსთან ვიბროჩამშვების თავსაცმის ან ხიმინჯგარსის მომდევნო სექციის მისაერთებლად, დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისაწოდებელი კონსტრუქცია დაშვებული იქნება ამწით, არა უმეტეს 30 სმ-ზე ჩასაშვები ხიმინჯგარსის ზედა ნაწილიდან.
11. ჩასაშვები ჭის ჩაშვება უნდა განხორციელდდეს მწარმოებლის ან ოსტატის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
12. . ჩასაშვები ჭის კედლებზე შიგნიდან მოწყობილი უნდა იყოს ორზე არა ნაკლები, საიმედოდ დამაგრებული კიბე. 
13. ჩასაშვები ჭის ნაწიბურების დანის ქვეშ გრუნტის დამუშავების თანამიმდევრობა ისეთი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ჭის მდგრადობა. 
გრუნტის დამუშავება ჭის ნაწიბურის დანის ქვეშ, 1 მ-ზე მეტ სიღრმეზე დაუშვებელია. 
მოძრავი გრუნტების წყალარინებისას ან ასეთი გრუნტების ფენის არსებობისას, ჭის დანის ზემოთ წინასწარ უნდა იქნეს გათვალისწინებული ზომები ხალხის სწრაფი ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, გრუნტის უეცარი ჩამონგრევის და ჭის დატბორვის შემთხვევაში.
14. ჩასაშვები ჭის შიგა პერიმეტრზე უნდა მოეწყოს დამცავი საფარი. მისი ზომები, სიმტკიცე და თანამიმდევრობა განსაზღვრული უნდა იყოს პროექტით.
15. გრუნტების ქიმიური გამაგრებისას გამოყენებულ მილსადენებს, შლანგებს და ინექტორებს უნდა ჩაუტარდეს ჰიდრავლიური გამოცდა არანაკლებ 0,5 მპა წნევის ქვეშ.
16. სათავსო, რომელშიც წარმოებს გრუნტის ქიმიური გამაგრებისათვის საჭირო ნარევების დამზადება, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ვენტილაციით და მასალების შესანახი დახურული ჭურჭლით. 
17. სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, გაბურღული ჭერი საიმედოდ უნდა იყოს დაცული (დაფარებული, დაკეტილი) ფარებით ან შემოღობილი. ფარებში და შემოღობვაზე უნდა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები და სასიგნალო განათება. 

მუხლი 11. ქვის სამუშაოები

1. ქვის სამუშაოების მიმდინარეობისას ტრავმატიზმის ძირითადი მიზეზებია: შემოღობვის არარსებობა, მასალების და ინსტრუმენტის სიმაღლიდან ჩამოვარდნა, უხარისხო ხარაჩოები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობა.
2. ქვის სამუშაოების ჩატარების დროს სამუშაოთა უბანი და ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა.
3. აგური და სხვა საშენი მასალები სამუშაო ადგილზე მიწოდებული უნდა იქნეს მხოლოდ ქვესადგამის და კონტეინერების გამოყენებით.
4. სამშნებლო მასალების მიწოდება უნდა სწარმოებდეს ამწე მექანიზმებით, ჩამკეტი ტვირთჩასაბმელი მოწყობილობებით.
5. ტვირთის აწევის დროს ქვესადებების და კონტეინერების მოძრაობის ტრაექტორია ისეთი უნდა იყოს, რომ ისინი არ მიუახლოვდნენ კედელს 1 მ-ზე ნაკლებ მანძილით.
6. თუ მოხარაჩოების გადაადგილების დონე 0,7 მ მაღალია, გამოყენებული უნდა იქნეს დამცავი ქამარი.
7. დაუშვებელია გარე კედლების წყობის განხორციელება 0,7 მ-ზე ნაკლები სისქის კედელზე დგომით.
0,75 მ მეტი სიგანის კედლის წყობა დასაშვებია კედელზე დგომით, დამცავი ქამარის გამოყენებისას, რომელიც მიმაგრებული იქნება სპეციალურ დამცველ მოწყობილობასთან. 
    8. შვიდ მეტრზე მაღალი კედლის წყობისას შენობის მთელ პერიმეტრზე, აუცილებელია 1,5 მ-ზე მეტი სიგანის დამცავი საფარის მოწყობა.
იგი დახრილი უნდა იყოს კედლისკენ 1100-ით და კედლიდან დაშორებული არა უმეტეს 5 სმ-ით. 
9. წყობა უნდა მიმდინარეობდეს სართულების მიხედვით. მომდევნო სართულის წყობის დაწყება შეიძლება მას შემდეგ, რაც წინა სართულზე წყობისა და კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები მთლიანად დამთავრებულია.
10. დამცავი საფარის პირველ რიგს, რომელიც უნდა მოეწყოს მიწის დონიდან არა უმეტეს 6 მ-ზე, უნდა ჰქონდეს მთლიანი ფენილი, იგი შენარჩუნებელი უნდა იყოს წყობის დამთავრებამდე.
მეორე რიგი, რომელიც 5X5 სმ ბადისებრი, უჯრედებიანი ან მთლიანია, ეწყობა 7-9 მ სიმაღლეზე პირველი რიგიდან, ხოლო წყობის წარმოების მიხედვით გადაადგილდება ყოველ 6-7 მ-ზე. საფარზე სიარული, მასალის დაწყობა და მისი ფიცარნაგად გამოყენება დაუშვებელია. 
    11. საფარის ელემენტების ან კედლის მოპირკეთების დროებითი დამაგრების მოხსნა დასაშვებია ბეტონის საპროექტო სიმტკიცის მიღწევის შემდეგ.
12. ბუნებრივი ქვების დამუშავება მშენებლობის ტერიტორიაზე უნდა წარმოებდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სადაც დაუშვებელია იმ პირთა ყოფნა, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ სამუშაოებში.
სამუშაო ადგილები, რომელთა შორის მანძილი ნაკლებია 3 მ-ზე, გამოყოფილი უნდა იყოს დამცავი ეკრანებით. 
13. ნებისმიერი პროფილის კარნიზის წყობა თუ ბრტყელი კედლიდან 30 სმ-ზე გამოდის, უნდა განხორციელდეს გარე ხარაჩოებით.