Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




საიზოლაციო სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article462.jpg

მუხლი 15. საიზოლაციო სამუშაოები

1. საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას (ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია, ანტიკოროზიული დაცვა) ცეცხლ საშიში და მავნე ნივთიერებების გამომყოფი მასალებით, მომუშავეები დაცული უნდა იქნენ მავნე ნივთიერებების თერმული და ქიმიური ზემოქმედებისაგან.
2. ანტიკოროზიული სამუშაოების ჩატარების დროს ამ თავის მოთხოვნები  დაცული უნდა იქნეს. 
3. სქელფისის ან ქვანახშირის ფისის გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული დაცვის სათანადო მოთხოვნები.
4. სამუშაო ადგილზე ბიტუმის მასის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბიტუმსადენით ან ტვირთამწე მანქანების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ცხელი ბითუმის გადაადგილება სამუშაო ადგილზე უნდა მოხდეს ლითონის ავზით, რომელსაც აქვს ძირისკენ გაგანიერებული წაკვეთილი კონუსის ფორმა, მჭიდროდ დასახური სახურავი და ჩამკეტი მოწყობილობა.
5. დაუშვებელია 1800ჩ-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე ბიტუმის მასტიკის გამოყენება საიზოლაციო სამუშაოების შესასრულებლად. 
6. ბიტუმის მასტიკის მოსახარში და გასაცხელებელი ქვაბი აღჭურვილი უნდა იყოს მასტიკის ტემპერატურის საზომი ხელსაწყოებით, სახურავი მკვრივად უნდა იკეტებოდეს. ქვაბში ჩასაყრელი შემვსები უნდა იყოს მშრალი. დაუშვებელია ქვაბში წვიმის წყლისა და თოვლის მოხვედრა. ქვაბის სიახლოვეს უნდა იყოს ხანძრის ჩამქრობი საშუალებები. 
7. შენობის შიგა სათავსოებში ბიტუმის გაცხელება ღია ცეცხლით დაუშვებელია.
8. საიზოლაციო სამუშაოების ჩატარებისას დახურული სათავსოს შიგნით უზრუნველყოფილ უნდა იყოს განიავება და ადგილობრივი ელექტროგანათება არაფეთქებადი მასალებისაგან დამზადებული 12 ვ ძაბვის ქსელიდან.
9. საიზოლაციო საშუალებების დაწყებამდე სათავსოებში ყველა ელექტროძრავა უნდა გამოითიშოს, ხოლო მომწოდებელ ტექნოლოგიურ მილსადენებზე დაყენდეს დამხშობი და სათანადო ადგილებზე გაიკრას (დაყენდეს) პლაკატები სამუშაოს წარმოების შესახებ.
10. ცხელი ბიტუმით სამუშაოების წარმოებისას  მუშათა რამოდენიმე რგოლით მათ შორის მანძილი არ უნდა იყოს 10 მ-ზე ნაკლები.
11. მინაბამბა და წიდაბამბა სამუშაო ადგილზე უნდას მიეწოდოს კონტეინერებით ან პაკეტებით, გაბნევის გამომრიცხავი პირობების დაცვით. 
12. კონსტრუქციების ან მოწყობილობების თბოსაიზოლაციო ფენილის მოწყობის შემდეგ ზედაპირის ბადით  დამაგრებისას, არ უნდა დარჩეს მავთულის ბოლოების გამონაშვერები.
13. ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და მილსადენებზე თბოსაიზოლაციო სამუშაოები, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს მათ დაყენებამდე ან პროექტით გათვალისწინებული მუდმივი დამაგრების შემდეგ.
14. ბიტუმისა და გრუნტის მოზმადებისას გამდნარი ბიტუმი უნდა ჩაისხას გამხსნელში. დაუშვებელია გამხსნელის ჩაშვება გამდნარ ბიტუმში.
15. ასაკრავი საიზოლაციო რულონური მასალების გამოყენებისას თუ აკვრა წარმოებს ღია ცეცხლის გამოყენებით, სამუშაოს შემსრულებელი მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმლით და სხეულის ღია ნაწილების დამცავი საშუალებებით (ხელთათმანები, სათვალეები და სხვ.) სხეულის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.