Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




სამონტაჟო სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article465.jpg

1. სამშენებლო უბანზე აგრძალულია ერთდროულად სამონტაჟო და სხვა სამუშაოების ჩატარება. აკრძალულია აგრეთვე უცხო პირთა ყოფნა.
2.  სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დაწყებამდე საჭიროა მონტაჟის წარმოების ხელმძღვანელსა და მემანქანეს შორის პირობითი სიგნალის შეთანხმება. ყველა სიგნალის მიწოდება ხდება ერთი პირის მიერ (სამონტაჟო ბრიგადის ბრიგადირის, მეტაკელჟის, მერგოლურის, ჩამბმელის). სიგნალის სდექ მიცემა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც შეამჩნევს საშიშროებას. 
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა სრულდება რთული სამონტაჟო სამუშაოები (კონსტრუქციის ან დანადგარების აწევა ორი ამწეთი, ჰაერში შემობრუნებით და სხვ.) სიგნალს იძლევა მხოლოდ სამონტაჟო ბრიგადის ბრიგადირი, უსაფრთხოების ტექნიკის დაცვისათვის პასუხისმგებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის თანდასწრებით.
4. სამონტაჟო ციკლი შეიცავს თანამიმდევრულად შესასრულებელ პროცესებს: ჩაბმა (დაჯანბარება), აწევა, დაყენება, გასწორება, დროებით დამაგრება, მუდმივი დამაგრება.
5. ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციის აწევა დასაშვებია მხოლოდ გვარლზე მიმაგრებული მარყუჟის ან ტრავერსის ჩაბმით. ამწის მემანქანესა და მემონტაჟეს შორის უნდა არსებობდეს დისტანციური კავშირი.
6. სამონტაჟო კონსტრუქციების ან დანადგარების ელემენტების გადაადგილების დროს, ისინი დამაგრებული უნდა იყვნენ მოქნილი მჭიმებით, რათა არ მოხდეს მათი შემობრუნება და ქანაობა.
7. მუშების ყოფნა კონსტრუქციისა და დანადგარის ელემენებზე, მათი გადაადგილების დროს სასტიკად აკრძალულია.
8. ასაწყობი კონსტრუქციების მონტაჟი მიმდინარეობს იარუსების მიხედვით. 
9. შენობა-ნაგებობების ყველა მომდევნო იარუსის (უბნის) კონსტრუქციების მონტაჟი უნდა განხორციელდეს წინა იარუსის (უბნის) ყველა ელემენტის პროექტით გათვალისწინებული დამაგრების შემდეგ.
10. ზედა იარუსზე სამუშაოს მიმდინარეობის დროს, მის ქვეშ მდებარე იარუსებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია, თუ სართულშუა გადახურვის სამუშაოები დასრულებულია.
11. სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს ოსტატის ან სამუშაოთა მწარმოებლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
12. კონსტრუქციის საბოლოო დამაგრებამდე საჭიროა შესრულდეს დროებითი დამაგრება. დამაგრების მჭიმის ბოლოები საიმედოთ უნდა იყოს ჩამაგრებული და არ უნდა ეხებოდეს სხვა ელემენტებს.
13. ამონტაჟო კონსტრუქციების დროებითი დამაგრებისას მჭიმები მიმაგრებული უნდა იყოს საიმედო საყრდენთან (საძირკველი, ღუზა და სხვ.). ჭიმების რაოდენობა, მათი მასალა და კვეთი, დაჭიმვის ხერხი და დამაგრების ადგილი განისაზღვრება სამუშაოთა წარმოების პროექტით.
14. საპროექტო მდგომარეობაში დაყენებული კონსტრუქცია ისე უნდა იყოს დამაგრებული, რომ უზრუნველყოს მათი მდგრადობა და გეომეტრიული უცვლელობა.
15. საპროექტო მდგომარეობაში დაყენებული კონსტრუქციების და დანადგარების ელემენტების ჩახსნა უნდა განხორციელდეს მათი დროებით ან მუდმივად საიმედო დამაგრების შემდეგ.
16. მემონტაჟეების გადასასვლელად ერთი კონსტრუქციიდან მეორეზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ინვენტარული კიბეები, შემოღობვის მქონე გადასასვლელი ბოგირები (ხიდები) და ტრაპები.
დამონტაჟებულ კონსტრუქციებსა და მათ ელემენტებზე მოძრაობა დაუშვებელია სპეციალური დამცავი მოწყობილობების გარეშე.
17. დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის, ჭექა-ქუხილის და ნისლის დროს, როცა სამუშაო ფრონტის ფარგლებში მხედველობა შეზღუდულია. დიდი იალქნის მქონე პანელების და მისი მაგვარი კონსტრუქციების გადაადგილება და მონტაჟო 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს, უნდა შეწყდეს.
18. დაუშვებელია შესვენების დროს კონსტრუქციის ელემენტების და დანადგარების დატოვება შეკიდულ მდგომარეობაში.
19. თუ მომუშავეთა ყოფნა კონსტრუქციების და დანადგარების ქვეშ მათი დაყენების დროს აუცილებელია, მაშინ მიღებული უნდა იყოს სპეციალური ღონისძიებები, მომუშავეთა უსაფრთხოების უზრუნვესალყოფად.
20. შეკიდული სამონტაჟო ბაქნები, კიბეები და სხვა მოწყობილობები და სამარჯვები საჭიროა დაიდგას და დამაგრდეს დასამონტაჟებელ კონსტრუქციებზე, მათ სიმაღლეზე აწევამდე.
21. მოქმედი საწარმოოს პირობებში სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროქსელი და სხვა მოქმედი საინჟინრო სისტემები განლაგებული სამუშაო ზონაში, როგორც წესი, გამორთული უნდა იყოს.
22. 5 მ-ზე მეტი სიმაღლის და ამწის კაბინაში ასასვლელი ლითონის კიბეები შემოფარგლული უნდა იყოს ვერტიკალური კავშირების მქონე ლითონის  რკალით და საიმედოდ იყოს დამაგრებული კონსტრუქციასთან ან ამწის ტანთან.
23. შენობებისა და ნაგებობების კონსტრუქციების მონტაჟისას მემონტაჟეები უნდა იმყოფებოდნენ ადრე დაყენებულ და საიმედოდ დამაგრებულ კონსტრუქციებზე ან მოხარაჩოების საშუალებებზე.
24. შენობების (ნაგებობების) კიბის მარშების, ბაქნების, სატვირთო და ხალხის გადასაყვანი სამონტაჟო ამწეების მონტაჟი უნდა განხორციელდეს შენობის კონსტრუქციების მონტაჟთან ერთად. დამონტაჟებულ კიბის მარშზე მაშინვე უნდა დაყენდეს შემოღობვა.
25. რულონური ნამზადიდან ლითონკონსტრუქციების მონტაჟისას მიღებული უნდა იქნეს ზომები რულონის თვითნებური უკუ დახვევის წინააღმდეგ.
26. ცალკეული ცარგებისგან შედგენილი ჰორიზონტალური  ცილინდრული ჭურჭლის აწყობისას გამოიყენებული უნდა იყოს სოლისებრი სადებები და სხვა მოწყობილობები, რომლებიც გამორიცხავენ ცარგას თვითნებურ დახვევას. 
27. ფეთქებად საშიშ გარემოში დანადგარების დამონტაჟებისას გამოყენებული უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც გამორიცხავს ნაპერწკლის წარმოქმნას.
28. დანადგარების მონტაჟისას გამორიცხული უნდა იყოს მისი შემთხვევითი ან თვითნებური ჩართვა.
29. კონსტრუქციების ან დანადგარების რამდენიმე ამწეთი ან გამწევი მექანიზმით გადადგილებისას, გამორიცხული უნდა იყოს რომელიმე მათგანის გადატვირთვა.
30. კონსტრუქციების და დანადგარების გადადგილებისას მათ შორის და ჰორიზონტალური მიმართულების გამოშვერილ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა, ხოლო ვერტიკალური მიმართულების 0,5 მ.
31. დომკრატის გამოყენებით მონტაჟისას მიღებული უნდა იყოს დომკრატის გადახრის და გადაყირავების გამომრიცხავი ზომები.
32. კონსტრუქციის (მოწყობილობის) დაშვებისას დახრილ სიბრტყეზე საჭიროა გამოყენებული იყოს სამუხრუჭე საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს დაშვების სიჩქარის რეგულირებას.
33. მილსადენების და ჰაერსადენი მილების მონტაჟი ელექტროგადამცემი ხაზის სიახლოვეს, უნდა წარმოებდეს მოხსნილი ძაბვის დროს. 
თუ ძაბვის მოხსნის საშუალება არ არსებობს, სამუშაო უნდა შესრულდეს არსებული წესით დამტკიცებული განკარგულება-დაშვებით.
34. დამონტაჟებულ და მოქმედ დანადგარების მიერთება მოქმედ სისტემებთან (ელექტრული, ორთქლის, ტექნოლოგიური და სხვ.) გენერალური მოიჯარის დამკვეთის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
35. კონსტრუქციების დაშლა ან დანადგარების დემონტაჟი ერთდროულად ერთ ვერტიკალზე მდებარე ორ და მეტ იარუსზე დაუშვებელია.
37. სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროქსელი უნდა გამოირთოს. მილსადენები დაიცალოს ფეთქებადსაშიში და მავნე ნივთიერებებისაგან.
38. დასამონტაჟებელი კონსტრუქციების და დანადგარების გამსხვილებითი აწყობა, მილების მოღუნვა, პირაპირების შესწორება უნდა წარმოებდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
39. კონსტრუქციების დაშლა ან დანადგარების დემონტაჟი ერთდროულად ერთ ვერტიკალზე მდებარე ორ და მეტ იარუსზე დაუშვებელია.