Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




სამშენებლო მოედნის ორგანიზაცია

date 1 დეკემბერი 2017
article470.jpg

მუხლი 3. სამშენებლო მოედნის ორგანიზაცია

1. სამშენებლო მოედნის ორგანიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს შრომის უსაფრთხოებას
2. სამშენებლო მოედნზე საჭიროა განისაზღვროს ხალხისათვის საშიში ზონა. იგი შემოფარგლული იყოს დამცავი ღობით, უსაფრთხოების ნიშნებით და სათანადო წარწერებით. 
3. მუდმივმოქმედ საშიშ საწარმოო ფაქტორებს მოეკუთვნება ზონა:
ელექტროდანადგარების არაიზოლირებული დენგამტარი ნაწილების ახლომდებარე ადგილები;
3 მ-ზე მეტი სიმაღლის შემოუღობავი ვარდნილობის ახლომდებარე ადგილები;
მანქანების და მოწყობილობების, მათი ნაწილების ან მუშა ორგანოების გადაადგილების ადგილები;
ადგილები, სადაც არის დასაშვებზე მაღალი კონცენტრაციის მქონე მავნე ნივთიერებები ან მოქმედებს დასაშვებზე მაღალი ინტენსივობის მქონე ხმაური;
ტვირთამწე ამწეებით ტვირთის გადაადგილების ქვეშ არსებული ადგილები.
4. მუდმივმოქმედ საშიშ საწარმოო ფაქტორის მქონე ზონაში სამშენებლო სამუშაობის წარმოება დაუშვებელია, იგი შემოღობილი უნდა იყოს დამცავი ღობით.
5. სამშენებლო მოედანზე ტვირთის გადაადგილების მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში ზონის საზღვრები განისაზღვრება სამშენებლო მასალის ან კონსტრუქციის ვარდნის სიმაღლის მიხედვით.
ტვირთის მანქანით გადაადგილების ადგილებში 7-დან 30 მეტრამდე, შენობის ან ნაგებობის სიახლოვეს 5-დან 25 მეტრამდ. 
6. საშიში ზონის შემზღუდველი მანძილი ელექტროდანადგარის არაიზოლირებული ან ძაბვის ქვეშ მყოფი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მიწაზე წარმოქმნილი ვერტიკალური სიბრტყიდან უნდა იყოს 1,5 მ-დან 9 მ-მდე, ელექტროგამტარში ძაბვის არსებობისას 1-დან 750 კვ-მდე.
7. ის ადგილები, სადაც მოსალოდნელია უცხო პირთა ან მანქანა-მექანიზმების გადაადგილება შემოღობილი უნდა იყოს.
8. სამშენებლო მოედანზე ტვირთის გადაადგილების მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში ზონის  საზღვრები განისაზღვრება სამშენებლო მასალის ან კონსტრუქციის ვარდნის სიმაღლის მიხედვით. ტვირთის მანქანით გადაადგილების ადგილებში 7-დან 30 მ-მდე, შენობის ან ნაგებობის სიახლოვეს 5-დან 25 მ-მდე.
9. მანქანის ან დანადგარის მოძრავი ნაწილების დაშორება საშიში ზონიდან უნდა იყოს 5 მ.
10. სამშენებლო მოედანზე ელექტროუსაფრთხოება დაცული უნდა იყოს სათანადო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების წესების დაცვით და სათანადო აღჭურვილობით.
11. სამუშაო ზონებში ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრული დასაშვები სიდიდეების წარმოქმნის ადგილები, აღნიშნული უნდა იყოს სათანადო ნიშნებით და წარწერებით.
    12. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე შემოღობილი უნდა იყოს უცხო პირთა შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს მასიური დამცავი საფარით.
    13. სამშენებლო მოედნებზე სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების შესაბამისად.
    14. მავნე ნივთიერებების, განათების, ვიბრაციის, ხმაურის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზღვრული სიდიდეები სამუშაო ადგილებზე განისაზღვრება სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით.
აღნიშნული ნივთიერებების კონტროლი წარმოებს სამშენებლო სპეციალიზებულ ან სანიტარულ ლაბორატორიებში.
    15. სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და მოსასვლელები ღამე კარგად უნდა იყოს განათებული.
16. ჭები, შურფები, ნათხარ გრუნტებში ხალხის შესაძლო გადაადგილების ადგილები დახურული უნდა იყოს ხუფებით, ფარებით ან შემოღობილი უნდა იყოს. დღე-ღამის ბნელ დროს შეღობვა აღნიშნული უნდა იყოს ელექტრონული სასიგნალო ნათურებით, ძაბვით არა უმეტეს 42 ვ.
17. მასალების დასაწყობება, რელსებიანი გზის, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების საყრდენების მოწყობა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ნათხარის ჩამონგრევის პრიზმის გარეთ. 
18. სამშენებლო მოედანზე შესასვლელში დაყენებული უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და გასარჩევი საგზაო ნიშნები. ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 კმ/სთ-ში.
19. სამშენებლო მოედანზე საავტომობილო გზისა და რკინიგზის ხაზის გადაკვეთის ადგილას მოწყობილი უნდა იყოს მთლიანი საფენი კონტრრელსით, რომელიც უნდა დაიგოს რელსის თავის დონეზე. გასასვლელებში უნდა მოეწყოს შუქსიგნალიზაცია და შლაგბაუმი.
20. გასასვლელებს 200-ზე მეტი ქანობისას უნდა გააჩნდეს ტრაპი ან მოაჯირიანი კიბეები.
21. სამუშაო ადგილზე გასასვლელის სიგანე არ უნდა იყოს 6 მ-ზე ნაკლები, ხოლო გასასვლელის სიმაღლე 1,8 მ-ზე ნაკლები.
22. მუშების ასაყვანად ან ჩასაშვებად, სამუშაო ადგილზე გამოყენებული უნდა იქნეს:
25 მ და მეტ სიმაღლეზე სამგზავრო ან სატვირთო-სამგზავრო ლიფტები;
5 მ სიმაღლეზე დამცავი ქამრის მისამაგრებელი მოწყობილობის მქონე კიბეები ან კავი (ჩანგალი). 
გადასატანი კიბეები წინასწარ უნდა გამოიცადოს საექსპლუატაციო პირობებში კიბის ერთ-ერთ შუა საფეხურზე მოდებულ 1200 ნ დატვირთვაზე. 
ექსპლუატაციის დროს ხის კიბეები უნდა გამოიცადოს 6 თვეში, ხოლო ლითონის კიბეები წელიწადში ერთხელ. 
23. მშენებარე ნაგებობებში შესასვლელები მთელ სიგანეზე ზემოდან დაცული უნდა იყოს მთლიანი გადახურვით, გადმოშვერილი არა ნაკლები 2 მ-ისა კედლის შენობიდან. 
თუ ასეთი ღობის მოწყობა შეუძლებელია, სამუშაოები სიმაღლეზე უნდა შესრულდეს დამცავი ქამრის გამოყენებით.
24. მოწყობილობის დასამონტაჟებლად, ლიფტების კიბეების უჯრედის და სხვა ღიობები, სადაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადამიანთა გადაადგილების, დახურული უნდა იყოს მთლიანი ფენილით ან უნდა იყოს შემოღობილი.
25. სამუშაო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კოლექტიური დაცვის, კავშიგაბმულობისა და სიგნალიზაციის მოწყობილობით.
26. სამუშაო ადგილზე მასალებისა და სამშენებლო კონსტრუქციების დაწყობა უნდა წარმოებდეს ისე, რომ ისინი არ ქმნიდნენ საშიშროებას სამუშაოს ჩატარების დროს და არ ავიწროვებდნენ გასასვლელებს.
27. ადვილაალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების დასაწყობების ადგილიდან 50 მეტრზე ნაკლებ რადიუსში ღია ცეცხლით სარგებლობა დაუშვებელია.
28. ლაქსაღებავები, საიზოლაციო მოსაპირკეთებელი და სხვა მასალები, რომლებიც გამოყოფს ფეთქებად ან მავნე ნივთიერებებს დასაშვებია შენახულ იქნეს სამუშაო ადგილზე ერთ ცვლაში საჭირო რაოდენობით.
29. მავნე გაზების წარმოქმნისას სამუშაოთა წარმოება დასაშვებია  მხოლოდ სამუშაო ადგილის განიავების ან მომუშავეთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შემდეგ.
30. ჭებში, შურფებში ან დახურულ სათავსოებში სამუშაოები უნდა შესრულდეს შლანგური აირწინაღების გამოყენებით. ამასთან ერთად, ორი მუშა უნდა იმყოფებოდეს ჭის შურფის ან სათავსოს გარეთ და მომუშავის ქამარზე გამობმული ტროსით უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებას.
კოლექტორებში ან კომუნიკაციურ გვირაბებში სამუშაოები უნდა სრულდებოდეს ორ უახლოეს ხუფახდილ ჭებს შორის.
31. ერთ ვერტიკალზე სამუშაოთა შეთავსების შემთხვევაში, ქვემოთ განლაგებული სამუშაო ადგილები დაცული უნდა იყოს სათანადო დამცველი საშუალებებით (ფენილი, ბადე, საფარი). 
32. მშენებარე შენობიდან 3 მეტრზე მეტი სიმაღლიდან სამშენებლო ნაგავი ჩამოშვებულ უნდა იქნეს დახურული ღარით, დახურული ყუთებით ან კონტეინერებით. ღარის ქვედა ბოლო უნდა იმყოფებოდეს მიწის ზედაპირიდან არა უმეტეს 1 მ-ზე ან ჩადიოდეს ბუნკერში. 
33. მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას წყალში ან წყლის ზემოთ მოწყობილ უნდა იქნეს სამაშველო სადგური ან საგუშაგო, სამუშაოთა წარმოების ყველა უბანი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მაშველი საშუალებებით. 
    34. მასალების, კონსტრუქციების და მოწყობილობების დასაწყობება უნდა შესრულდეს მასალების, ნაკეთობების და მოწყობილობების სტანდარტების ან ტექნიკური პირობების მოთხოვნების მიხედვით.
    35. მასალები, კონსტრუქციები, მოწყობილობები უნდა განთავსდეს მოსწორებულ მოედნებზე. მიღებულ უნდა იქნეს ზომები ჩამოცურების, ჯდენის, ჩამოცვენის და გ+
04;+

28;ლის თავიდან ასაცილებლად.
    36. მტვრისებრი მასალები შენახული უნდა იყოს დახურულ საცავებში. მიღებულ უნდა იქნეს ზომები მათი გაფანტვისა და გამტვერვის თავიდან ასაცილებლად დატვირთვისა და განტვირთვის დროს. ჩასატვირთი ხვრელები უნდა იკეტებოდეს დამცავი გისოსებით, ხოლო საძვრენები - ჩამკეტებით.
    37. დასაწყობებული მასალების და კონსტრუქციების შტაბელებში საფენები და სადებები ერთ ვერტიკალურ სიბრტყეში უნდა იყოს განლაგებული. პანელების, ბლოკების და მათი მსგავსი კონსტრუქციების დაშტაბელებისას საფენების და სადებების სისქე სამონტაჟო კაუჭის გამონაშვერზე 20 მმ-ზე მეტი უნდა იყოს.
    38. საწყობებში შტაბელებსა და თაროებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნეს არანაკლები 1 მ სიგანის გასასვლელები. გასასვლელების სიგანე დამოკიდებულია მანქანა-მექანიზმების გაბარიტებზე.
    39. ბუნკერს ფხვიერი მასალების შესანახად უნდა ჰქონდეთ კამარის წარმოქმნის თავიდან აცილებისა და მასალის იძულებითი ჩამოშლის მოწყობილობა.
    40. მავნე ან ფეთქებად საშიში გამხსნელი მასალები აუცილებლად უნდა ინახებოდეს გერმეტულად დახურულ ტარაში.
    41. სამუშაო ადგილებზე, სადაც გამოიყენება ან მზადება წებოები, მასტიკები, საღებავები და სხვა მასალები, რომლებიც გამოყოფენ ფეთქებად საშიშ ან მავნე ნივთიერებებს, არ დაიშვება ცეცხლის გამოყენება ან ნაპერწკლის  წარმომშობი მოქმედებები. ეს სამუშაო ადგილები უნდა ნიავდებოდეს. 
42. სათავსოები, სადაც  წარმოებს მტვრისებრ მასალებთან მუშაობა, ასევე სამსხვრევ, საფქვავ და გასაცრელ მანქანებთან მუშაობის ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასპირატიული ან სავენტილაციო სისტემებით (განიავებით). ცემენტის, კირის, თაბაშირის, გაჯის და სხვა მტვერისებრი მასალების გადასამუშავებელი დანადგარების საკეტების, მკვებავების და მექანიზმების მართვა უნდა წარმოებდეს გამოსატანი პულტით. 
43. ნაგებობის დაშლამდე გამორთული უნდა იყოს ქსელიდან წყლით, სითბოთი, გაზით და ელექტროენერგიით მომარაგება, კანალიზაცია და ტექნოლოგიური მილსადენები. გამორთვა უნდა აწარმოოს იმ ორგანიზაციამ, რომლის გამგებლობაში იმყოფება აღნიშნული ქსელი, რაც ფორმდება სათანადო დოკუმენტებით. 
44. დასაშლელი ნაგებობის ტერიტორია შემოღობილ უნდა იქნეს. ნაგებობის დაშლის დროს მიღებული მასალები დასაწყობებელ უნდა იქნეს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე.
45. დაუშვებელია ნაგებობების დაშლა ერთდროულად ერთი ვერტიკალის რამდენიმე იარუსზე. დაუშვებელია დაშლილი კონსტრუქციების ჩამოყრა გადახურვაზე.
46. დასაშლელად გამოყენებული მანქანები და მექანიზმები განლაგებული უნდა იქნეს კონსტრუქციის ჩამონგრევის ზონის გარეთ. შენობის დანგრევის შემთხვევაში, მუშა გვერდის სიგრძე სამჯერ მეტი უნდა იყოს ნაგებობის სიმაღლეზე. 
47. აფეთქებით შენობის დაშლისას, საჭიროა დაცულ იქნეს ასაფეთქებელ სამუშაოთა უსაფრთხოების წესები. 
48. შენობა-ნაგებობების დანგრევისას სფერული უროთი ან სოლ-უროთი მუშები და ტექნიკური პერსონალი უნდა იმყოფებოდეს შენობა-ნაგებობის სიმაღლეზე მეტ მანძილზე.