Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




სატრანსპორტო სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article469.jpg

მუხლი 5. სამშენებლო მანქანების ექსპლუატაცია

1. სამშენებლო ორგანიზაციაში გამოყოფილი უნდა იყოს ინჟინერ-ტექნიკური მუშაკი, რომელსაც ათვისებული აქვს სამშენებლო მანქანების, მექანიზმების და მცირე მექანიზაციის საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები და რომელიც პასუხს აგებს სამშენებლო მანქანებით შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოებაზე. ამავე დროს იგი უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას.
2. სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვრული უნდა იქნეს მანქანების მოძრაობის სქემა და დგომის ადგილი.
ელექტროამძრავიანი მექანიზმები უნდა იყოს დამიწებული და აღჭურვილი სიგნალიზაციით.
3. მანქანის მუშაობის ადგილი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უზრუნველყოფილი იყოს სავრცის სამუშაო ადგილის დამზერა. თუ მემანქანეს ან მოტორისტს არა აქვს საკმარისი მზერის არე, მემანქანესა და სიგნალის მიმცემს შორის უნდა დამყარდეს ორმხრივი რადიო ან სატელეფონო კავშირი.
4. მანქანის მუშაობის ზონაში დაყენებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები. 
5. მანქანის დატოვება მომუშავე ძრავით ზედამხედველობის გარეშე დაუშვებელია.
6. მანქანების გადაადგილება, დაყენება და მუშაობა ნათხარის გაუმაგრებელი ფერდოს (ქვაბული, ტრანშეა, არხი და სხვ.) სიახლოვეს დასაშვებია მხოლოდ გრუნტის ჩამონგრევის პრიზმის გარეთ იმ მანძილზე, რომელიც დადგენილია სამუშაოთა წარმოების პროექტით. სამუშაოთა წარმოების პროექტში სათანადო მითითებების არარსებობის შემთხვევაში, დასაშვები მანძილი ფერდოს ძირიდან უახლოეს საყრდენამდე განისაზღვრება ნათხარის სიღრმისა და გრუნტის სახეობის მიხედვით. მანძილი ჰორიზონტალური მიმართულებით ნათხარის ფერდოს ძირიდან მანქანის უახლოეს საყრდენამდე შეიძლება იცვლებოდეს 1-დან 5,3 მეტრამდე.
7. მანქანის ექსპლუატაციის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რათა არ მოხდეს მათი გადაბრუნება ან თვითნებური გადაადგილება ქარის მოქმედებით ან მანქანის დგომის ადგილის ქანობის გამო.
    8. მანქანების ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს მხოლოდ ძრავის გამორთვის და წნევის მოხსნის შემდეგ ჰიდრავლიკურ და პნევმატიურ სისტემებში.
9. ელექტროამძრავიანი მანქანების ტექნიკური მომსახურების დროს მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა არ მოხდეს ძაბვის მიწოდება. გასაშვებ მოწყობილობებზე მოთავსებულ უნდა იქნეს პლაკატი ფრთხილად, მიმდინარეობს სამუშაოები. არ ჩართოთ. ელექტროძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს დამცველები.
10. მანქანის სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს ასაწყობი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაადგილდნენ საკუთარი წონით უნდა დაუშვათ საყრდენებზე. 
11. მკვებავ და ზეთის სისტემაში სითხის არსებობის შემთხვევაში, შეკეთების დროს დაუშვებელია ღია ცეცხლით სარგებლობა.
12. მანქანის ნებისმიერი გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მოძრაობის წესების მოთხოვნები.
13. რთულ პირობებში გადაადგილებისას (დამრეცი გზები, დიდი ქანობები, ნისლი, მოყინული გზები, დიდთოვლიანობა, რკინიგზის გადასასვლელები და სხვ.) წინასწარ უნდა იქნეს განსაზღვრული შესაძლო შედეგები და მიღებული იქნეს სათანადო ზომები. 
14. მანქანის მონტაჟი (დემონტაჟი) უნდა წარმოებდეს ქარხანა-დამამზადებელის ინსტრუქციის მიხედვით, მანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. 
მონტაჟის ზონა შემოღობილი ან მონიშნული უნდა იყოს გამაფრთხილებელი წარწერებით. 
დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება პასპორტში გათვალისწინებულ ტემპერატურაზე დაბალ ან ქარის დასაშვებ სიჩქარეზე მაღალ პირობებში. 
15. ხელის მანქანის გამოყენებისას საჭიროა დაცულ იქნეს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციით გათვალისწინებული უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები. 
    

მუხლი 6. სატრანსპორტო სამუშაოები 

1. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ორგანიზაცია ვალდებულია ყავდეს სატრანსპორტო საშუალება გამართულ მდგომარეობაში, დროულად ჩაუტაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება.
2. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით სამშენებლო ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის წესები.
3. გრძელი, მძიმე მსხვილგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ტრანსპორტით.
4. ფეთქებადი, რადიოაქტიური და ადვილაალებადი ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული ტვირთების გადაზიდვის სათანადო წესით დამტკიცებული წესებისა და ინსტრუქციის მიხედვით. 
საშიში ტვირთების, გადაზიდვა უნდა მოხდეს გამყოლის თანხლებით, რომელმაც იცის ტვირთის საშიში და მავნე თვისებები და მათი გადაზიდვის წესები.
5. სატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთი განლაგებული და დამაგრებული უნდა იყოს დატვირთვის და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.
6. მასალების გადასაზიდად გამოყენებული კონტეინერები, უნდა აკმაყოფილებდეს კონსტრუქციისადმი და მათი განლაგებისადმი წაყენებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს. 
7. სატვირთო მანქანა ხალხის გადაყვანის შემთხვევაში, სათანადოდ უნდა იყოს მოწყობილი. 
6. თვითმცლელი ძარიანი ავტომობილის ძარით, ავტომისაბმელით ნახევრადმისაბმელებით და ცისტერნებით, ხალხის გადაყვანა აკრძალულია.
7. ავტომობილი თვითმცლელის დაცლისას მიწაყრილზე ან თხრილზე, ავტომობილი უნდა დააყენონ თხრილის კიდიდან არა უახლოეს 1 მ-სა. ხოლო ესტაკატიდან განტვირთვის შემთხვევაში იგი მოწყობილი უნდა იყოს სანგრევი ძელით.
8. ავტომობილ თვითმცლელის ტექნიკური მომსახურება დაუშვებელია აწეული ძარის საყრდენების დაყენების გარეშე.    
9. ბუქსირზე მყოფ ავტომობილში ხალხის ყოფნა (მძღოლის გარდა) დაუშვებელია.
10. იმ ზონაში, სადაც წარმოებს სამშენებლო სამუშაობი, მანქანის მოძრაობა უკანა სვლით მძღოლმა უნდა აწარმოოს მხოლოდ ამ სამუშაოებში მონაწილე პირის მითითებით. 
11. თვითმცლელი ძარიანი ავტომობილის ძარით, ავტომისაბმელით ნახევრადმისაბმელებით და ცისტერნებით, ხალხის გადაყვანა აკრძალულია.


მუხლი 7. დატვირთვა-განტვირთვს სამუშაოები

1. დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოები, როგორც წესი, უნდა ტარდებოდეს მექანიზებული მეთოდით უსაფრთხო ექსპლოატაციის წესების მიხედვით. 
2. დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად დაცული უნდა იყოს საწარმოო სანიტარიისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები. 
     3. განტვირთვა-დატვირთვის სამუშაოს ჩასატარებელ ბაქანზე სათანადო ადგილებში უნდა მოთავსდეს ნიშნები შესასვლელი, გასასვლელი, ტვირთის დაწყობის ადგილი და სხვ.
    4. დატვირთვა-განტვირთვის დროს გამოყენებული მტვირთავი მანქანები, ტვირთჩასაბმელი კონტეინერების და პაკეტირების მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ მათდამი წაყენებულ ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. 
    5. ასაწევად ტვირთვის ჩაბმა უნდა განხორციელდეს ინვენტარული ჩასაბმელით ან ტვირთის ჩასაბმელი სპეციალური მოწყობილობით. ჩაბმის ხერხი უნდა გამორიცხავდეს ტვირთის ვარდნის ან სრიალის შესაძლებლობას.
    6. სატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთის დადგმა (დაწყობა) უნდა უზრუნველყოფდეს მათ მდგრად მდგომარეობას, ტრანსპორტის მოძრაობის და განტვირთვის დროს.
    7. დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესრულებისას დაუშვებელია ტვირთის ჩაბმა, თუ ის იმყოფება არამდგრად მდგომარეობაში. 
8. ადვილად მსხვრევადი მასალების და ნაკეთობების გადადგილებისას უნდა ჩატარდეს ღონისძიებები რყევისა და დარტყმების თავიდან ასაცილებლად.
9. მტვერისებრი მასალების (ცემენტი, კირი, თაბაშირი, გაჯი და სხვა) დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოები უნდა შესრულდეს მექანიზირებული წესით. ხელით განტვირთვის სამუშაოები, გამონაკლისის სახით, შეიძლება შესრულდეს მცირე მოცულობის დროს.
10. პანელების, ბლოკების და სხვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სამონტაჟო მარყუჟი დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოთა დაწყებამდე უნდა შემოწმდეს, გაიწმინდის ხსნარისა და ბეტონისაგან და საჭიროების შემთხვევაში გასწორდეს ისე, რომ არ დაზიანდეს კონსტრუქცია.
    11. ავტომანქანის დატვირთვისას ექსკავატორის და ამწე მანქანების მძღოლებს, ასევე სხვა პირებს ეკრძალებათ მანქანის კაბინაში ყოფნა, თუ ამ უკანასკნელს არა აქვს დამცავი საფარი.
    12. სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ტვირთის სიმაღლე მანქანასთან ერთად არ აღემატებოდეს ხიდების ქვეშ გასასვლელის, გადასასვლელების და გვირაბების სიმაღლეს.