Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ტექ. აღჭურვილობა

date 1 დეკემბერი 2017
article468.jpg

მუხლი 4. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაცია

1. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები (აგურის წყობა, ზედაპირების მოპირკეთება, ნაწილი სამონტაჟოO სამუშაოები და სხვ.) სრულდება ხარაჩოების გამოყენებით. 
2. ხარაჩოების დაყენება სწარმოებს სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად, დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაყენების ადგილის ზედაპირის მოსწორებისა და ზედაპირული წყლების გაყვანის შემდეგ.
3. ხარაჩოები მტკიცედ უნდა იყოს მიმაგრებული მშენებარე ნაგებობის კედლებთან სამშენებლო წარმოების პროექტის შესაბამისად და ქარხანა დამამზადებლის ინსტრუქციის მიხედვით.
4. ხარაჩოების მუშა საფენი უნდა იყოს დაგებული ჰორიზონტალურად, ღრეჩოები ფიცრებს შორის არა უმეტეს 5 მმ-სა, შემოღობილი ბორტის ელემენტებით. პირაპირების მიერთებები განლაგებული უნდა იყოს საყრდენებზე და გადახურული არა ნაკლები 0,2 მ ყოველი მხრიდან.
ხარაჩოების დაყენება ქვესადებების მოწყობით (აგურის, ფიცრის და ა.შ.) დაუშვებელია. 
5. მოხარაჩოების საშუალებები გასასვლელების სიახლოვეს უნდა დაიდგას არა უმეტეს 0,6 მ მანძილზე სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტიდან.
6. ხარაჩოების დატვირთვის შემთხვევაში მისი კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის დატვირთვებს.
    7. ხარაჩოები ექსპლუატაციის დროს არა ნაკლები 10 დღეში ერთხელ უნდა დაათვალიეროს სამუშაოთა მწარმოებელმა.
    თუ ხარაჩოებზე ერთი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამუშაოები არ შესრულებულა, სამუშაოს განახლებამდე უნდა შემოწმდეს საძირკვლის ამტანუნარიანობა.
    8. 6 და მეტი სიმაღლის ხარაჩოებზე მუშაობის დროს უნდა იყოს არა ნაკლებ ორი ფენილი: მუშა (ზედა) და დამცავი (ქვედა), ხოლო ყოველი სამუშაო ადგილი ხარაჩოებზე, დაცული უნდა იყოს ზემოდან ფენილით, რომელიც მუშა ფენილის ზემოთ არა უმეტეს 2 მ-ზე უნდა იყოს მოთავსებული. 
მანძილი კედელსა და ხარაჩოების მუშა საფენს შორის არ უნდა იყოს 50 მმ-ზე მეტი ქვის წყობის დროს და 150 მმ-ზე მეტი  მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოებისას.
    9. შენობაზე მიდგმულ ხარაჩოების დაშლის დროს, პირველი სართული, ყველა კარის ღიობი და ზედა სართულიდან აივანზე ყველა გამოსასვლელი  (დასაშლელი უბნის ფარგლებში) დაკეტილი უნდა იყოს.
     10. ჩამოსაკიდებელი ხარაჩოები და ფიცარნაგი ექსპლუატაციამდე უნდა გამოიცადოს ერთი საათის განმავლობაში დატვირთვით, რომელიც ნორმატიულს 20%-ით აღემატება. 
ხარაჩოს გამოცდა უნდა აგრეთვე ჩაუტარდეს დინამიკურ დატვირთვაზე, რომელიც ნორმატიულს 10%-ით აღემატება. 
ჩამოსაკიდებელი ხარაჩოების გამოცდის შედეგები უნდა გაფორმდეს სათანადო აქტით.
    11. ხარაჩოების აწევა სწარმოებს ამწის საშუალებით. 
    12. ასაწევი ხარაჩოს გადასაადგილებლად, მიწაზე მოთავსებული ჯალამბარი დატვირთული უნდა იყოს ტვირთით, რომლის წონა არანაკლებ ორჯერ უნდა აღემატებოდეს ჯალამბარის ამწევ ძალას. ტვირთი მიმაგრებული უნდა იყოს ჯალამბარის ჩარჩოზე.
    13. ხარაჩოების გადაადგილება 10 მ/წმ-ზე მეტი ქარის სიჩქარის დროს, დაუშვებელია.
    14. მუშა ბაქნის მქონე მისადგმელი კიბეები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მშენებარე ნაგებობის იარუსიდან იარუსზე გადასასვლელად და ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც არ მოითხოვს შემსრულებლისაგან მის კონსტრუქციაზე მიყრდნობას.
    15. მისადგმელი კიბის ზომები მუშას საშუალებას უნდა აძლევდეს კიბის საფეხურზე დგომით აწარმოოს სამუშაოები. 1,3 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მუშაობისას გამოყენებული უნდა იქნეს დამცველი ქამარი, მიმაგრებული ნაგებობის კონსტრუქციასთან ან კიბესთან, რომელიც, თავის მხრივ მიმაგრებული იქნება კონსტრუქციასთან.
    16. სატრანსპორტო საშუალებების ან ხალხის მოძრაობის ადგილებში გადასატანი კიბის დასაყენებელი ადგილი სამუშაოს წარმოების პერიოდში შემოღობილი ან დაცული უნდა იქნეს.
    17. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკური აღჭურვილობის (ტვირთჩასაბმელი მოწყობილობებისა და ინსტრუმენტის შემოწმების, ბეტონის ნარევის, დუღაბის, ფხვიერი და ცალობრივი მასალების ტარის და დროებითი დამაგრების საშუალებების, კოლექტიური დაცვის და ხელის სამშენებლო ინსტრუმენტის) გამოყენებით, ხოლო მათი ექსპლუატაცია ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მიხედვით.
    18. ინსტრუმენტების გადატანის ან გადაზიდვის დროს მისი ბასრი ნაწილები დაფარული უნდას იყოს შალითით.
    19. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ამწე მექანიზმების სატვირთო კაკვებს უნდა გააჩნდეს დამცავი ჩასაკეტი მოწყობილობები
    20. მუხრუჭების და ჩასაბმელი მოწყობილობების დათვალიერება უნდა ჩატარდეს წესით განსაზღვრულ ვადებში.
ტექნიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს 6 თვეში ერთხელ თუ დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციით სხვა ვადები არ არის განსაზღვრული.
21. მშენებლობაზე სხვადასხვა ტიპის ხელის ინსტრუმენტები გამოიყენება: ნიჩაბი, ნაჯახი, სახრახნი, საჭრეთელი, ჩაქუჩი, ქანჩის მოსაჭერი და სხვ. მათი ხარისხი ხშირად დაბალია. ხელის ინსტრუმენტების გამოყენებისას საჭიროა:
- მხრებზე და ხელებზე დატვირთვების აცილება დიდწონიანი ინსტრუმენტების გამოყენებისას;
სამუშაოდ შერჩეული იქნეს სწორი წონის, ზომის და ტიპის ინსტრუმენტები;
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოლადისაგან დამზადებული ინსტრუმენტი;
სახელური იყოს მოხერხებული, ინსტრუმენტი კი გაწმენდილი და შეზეთილი (თუ საჭიროა);
მჭრელი პირი იყოს ბასრი;
ელექტროხელსაწყოებს ჰქონდეს იზოლაცია;
ყველა ხელსაწყო შენახული იქნეს სათანადო პირობებში, გარემონტდეს და გამოიცვალოს დროულად.
22. სამშენებლო-სამონტაჟო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მასალების უშუალოდ დამაგრებისათვის ბეტონზე, აგურის წყობაზე და ფოლადის კონსტრუქციაზე (მაგალითად, სამშენებლო-სამონტაჟო დამბაჩები) უნდა აღიჭურვოს დამცავი მოწყობილობით, ხოლო ოპერატორი სმენის და მხედველობის დამცავი საშუალებებით და ჩაფხუტით. უკუცემის გამო ასეთი სამუშაოები არ ტარდება კიბიდან.
23. სამშენებლო მოედნებზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ მექანიკურ ამძრავიან მანქანებს მიეკუთვნება მრგვალი ხერხი, რომელიც იდგმება მაგიდაზე. უბედური შემთხვევების ძირითადი მიზეზებია: ხერხის დისოზე ხელის შეხება, ხერხის ბრუნავი დისოთი უკუგდება, ხერხის დისკოს გასკდომა ან დაშლა. ამის თავიდან ასაცილებლად დისკოს ზედა ნაწილი უნდა დაიფაროს გარსაცმით. დისკოს პარალელურად დაყენებულ უნდა იქნეს შემზღუდველი, გამოყენებულ იქნეს საბიძგელები, რათა ხელისგული არ მიუახლოვდეს დისკოს. ხერხის კბილები უნდა იყოს ალესილი და სწორად განლაგებული. მუშაობის დამთავრებისთანავე ხერხი უნდა გამოირთოს.