უსაფრთხოების ნორმები - შესავალი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




უსაფრთხოების ნორმები - შესავალი

date 1 დეკემბერი 2017
article472.jpg

მუხლი 1. გამოყენების სფერო

წინამდებარე სამშენებლო-ნორმები და წესები განსაზღვრავს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს სამშენებლო მოედნის ორგანიზაციის, სამშენებლო მანქანების, ტექნიკური აღჭურვილობის და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-განტვირთვის, საიზოლაციო, მიწის, ქვის, ბეტონისა და რკინაბეტონის, სამონტაჟო და სხვა სამშენებლო საქმიანობის წარმოების დროს.
მშენებლობის სფეროში დაკავებულ მუშაკთა უსაფრთხოების, გარემოს, ცხოველთა და მცენარეული საფარის დაცვა. 

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სამშენებლო ნორმები და წესები ჩამოყალიბებული უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები სავალდებულოა, როგორც სახელმწიფო ასვე კერძო სტრუქტურებისთვის, რომლებიც ანხორციელებენ ნებისმიერ სამშენებლო საპროექტო საქმიანობას.
ამავე დროს იგი დაცულ უნდა იყოს სამუშაოთა წარმოების პროექტის შედგენისა და ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის დროს.
2. ყველა სფეროში, მათ შორის სამშენებლო სფეროში უსაფრხოების საკითხებს ზედამხედველობას უწევს შრმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსპექცია.
3. სამშენებლო მასალების, მანქანებისა და სატრანსპოტრო საშუალებების გამოყენებისას, საჭიროა დავიცვათ ქარხანა დამამზადებლისა და მომწოდებელი ორგანიზაციის ინსტრუქციით გათვალისწინებული ექსპლუატაციის და გამოყენების მოთხოვნები.
შეძლებისდაგვარად, დაცული უნდა იყოს, აგრეთვე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IშO მიერ ჩამოყალიბებული პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემა IშO 9000 და მისი შემდგომი მოდიფიკაციები.
ამასთან ერთად, აუცილებელია შრომის დაცვის პრობლემების ინტეგრირება ხარისხის მართვის სისტემაში.
4. უსაფრთხოების ტექნიკა და შრომის დაცვის წესები მუდმივად განიცდის დამუშავებას, ინერგება სამშენებლო საქმიანობაში და მუდმივად იცვლება როგორც ტექნიკური პროგრესის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე უსაფრთხოების ტექნიკის ახალი წესების და შრომის ჰიგიენის დარგში მიღწევების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს პრაქტიკულ საქმიანობაში.
5. მშენებლობაზე საშიში სიტუაციების გამოსავლენად უნდა დამყარდეს კოოპერაციული კავშირი მშენებარე ორგანიზაციის დირექციასა და სამედიცინო ორგანიზაციას შორის. უნდა წარმოებდეს სამუშაო ადგილების სისტემატური შესწავლა მშენებლობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიში წყაროების გამოსავლენად. 
6. სამუშაოზე დანიშვნის წინ და სამუშაოს შესრულების პერიოდში სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩატარდეს კანონის და მთავრობის სადირექტივო მოთხოვნების შესაბამისად. 
თუ მშენებლობაზე გამოიყენება საზღვარგარეთის მუშები, მათი სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთ.
7. ხმარების წინ ინსტრუმენტი უნდა იქნეს დათვალიერებული. ინსტრუმენტის ხმარებისას გამოყენებული უნდა იყოს დამცავი საშუალებები (სათვალეები, ხელთათმანები, სპეცტანსაცმელი და სხვ.). 
ელექტროინსტრუმენტებს უნდა ქონდეს საფარი, რომელიც იცავს მოძრავ ნაწილებს როგორც მუშაობის, ასევე შენახვის დროს. 
აკრძალულია სამშენებლო ინსტრუმენტების გამოყენება არადანიშნულების მიხედვით.
8. ქიმიურ, ფხვიერ მასალებთან მუშაობისას წარმოქმნილი მტვრის და სხვა მავნე ზემოქმედების კონტროლი უნდა განხორციელდეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით.
9. მანქანების, ინსტრუმენტის, ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, მოწყობილობის, კოლექტიური და ინდივიდუალური საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:
მანქანების და დამცავი საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე ორგანიზაციას, რომლის ბალანსზეც ისინი ირიცხებიან;
სამუშაოთა წარმოების შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებზე ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს.
10. სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე ორგანიზაციის ერთდროულად მუშაობისას, შრომის უსაფრთხოების საკითხი განხილულ უნდა იქნეს ერთობლივად და შეთანხმდეს გენერალურ მოიჯარადესთან.
11. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, თუ არსებობს საწარმოო საშიშროება საჭიროა  გაიცეს განკარგულება დაშვების აქტი 1-ში და დანართ 2-ში მოცემული ფორმის მიხედვით.
იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც უნდა დაიშვას განკარგულება დაშვება მოყვანილია დანართ 3-ში.
12. დამოუკიდებელ მაღლივ (5 მეტრი და მეტი) ზემცოცავ სამუშაოებზე დაიშვებიან 18 წელს გადაცილებული პირები, რომელთაც გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება და ცნობილი არიან ვარგისად, აქვთ ზემცოცავ მუშაობის არანაკლები ერთი წლის სტაჟი და მუშის არანაკლები მე-3 საკვალიფიკაციო თანრიგი. მუშები, რომლებიც პირველად დაიშვებიან ზემცოცავ სამუშაოებზე, ერთი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ გამოცდილი მუშის მეთვალყურეობის ქვეშ.
13. მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები.
14. სამშენებლო ობიექტზე მყოფი ყველა პიროვნება ვალდებულია ეხუროს დამცავი კასკა. კასკისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოზე არ დაიშვებიან.
15. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობებით.
16. მშენებლობის ყველა ობიექტზე გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი ან სათავსი სამედიცინო აფთიაქის დ;ა სხვა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენი საშუალებების განსათავსებლად.
17. სამშენებლო მოედანზე მომუშავე ყველა პიროვნება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით.
18. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მუშაკმა დაიცვას შინაგანაწესით განსაზღვრული შრომის დაცვის მოთხოვნები. 
უცხო და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთა დაშვება სამშენებლო მოედანზე აკრძალულია. 
19. ამინდის უეცარი ცვლილების დროს (ქარბუქი, ქარიშხალი, დიდთოვლიანობა და სხვ.) სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია შეწყვიტოს სამშენებლო პროცესების წარმოება.
20. სახაზო-საინჟინრო ტექნიკურმა პერსონალმა სადირექტივო ორგანოების მიერ დაწესებული ვადების მიხედვით უნდა გაიაროს უსაფრთხოების ტექნიკის წესების და საწარმოო სანიტარიის ცოდნის შემოწმება, შესასრულებელი სამუშაოთა სახის გათვალისწინებით. 
ცოდნის შემოწმება უნდა გაფორმდეს სათანადო წესით. უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის ცოდნის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას მათ ეკრძალებათ სამუშაოს წარმოების ხელმძღვანელობა განმეორებით შემოწმებამდე.
განმეორებითი შეფასება უნდა ჩაუტარდეს მუშაკს არსებული წესის მიხედვით ყოველწლიურად, მუშას უნდა ჩაუტარდეს მშენებლობის უსაფრთხო მეთოდებით წარმოების ცოდნის შემოწმება. 
ცოდნის შემოწმება უნდა ჩაატაროს სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულმა კომისიამ. 
    21. სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს კვალიფიციური მუშახელის გამოყენებით საჭიროებს გამკაცრებულ ზედამხედველობას.    
22. მშენებელი მუშები, რიგ შემთხვევაში განიცდიან სხვადასხვა სახის მავნე ზემოქმედებას. ამ ზემოქმედების პირობები არაერთგვაროვანია, იგი დამოკიდებულია კონკრეტულ პროფესიაზე, სამუშაო დროის ხანგრძლივობასა და სხვა სპეციფიკურ პირობებზე. 
23. ისეთი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოებაზე, რომლის მიმართაც წაყენებულია შრომის უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები, დაიშვებიან 18 წელზე მეტი ასაკის პირები, რომელთაც აქვთ პროფესიული გამოცდილება, გაიარეს სწავლება აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაზე და აქვთ სათანადო  სერტიფიკატი ან კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი. 
24. პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების მოსწავლეები 18 წლის ასაკამდე, მაგრამ არანაკლები 17 წლისა ისეთ პროფესიებში საწარმოო პრაქტიკის გავლისას, რომელთა მიმართ შრომის უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნებია წაყენებული, პარქტიკაზე დაიშვებიან არა უმეტეს 3 საათისა ერთ დღეში, საწარმოო სწავლების ოსტატის და სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მუშაკის ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობის ქვეშ.
25. პროფესიული ტექნიკური სასწავლებლების მოსწავლეების და საწარმოო პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ობიექტზე მუშაობის დროს სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიიქცეს რათა მათ მიერ დაცული იქნეს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები.
უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალიდან ზედამხედველობისათვის.
სამუშაოზე დაშვება მათ უნდა ჩაუტარდეს სწავლება-საუბრები უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო-საინჟინრო სანიტარიის წესების დაცვის საკითხებზე.
.26. მუშებმა და სახაზო საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომლებიც დაკავებული არიან მავნე და საშიშ სამუშაოებზე, უნდა გაიარონ სათანადო სამედიცინო შემოწმება.
27. ქარის დასაშვებ სიჩქარეს და სხვა კლიმატურ პირობებს, რომლის დროსაც უნდა შეწყდეს სამუშაოთა წარმოება, განსაზღვრავს ადგილობრივი სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლება.
28. მავნე და მძიმე სამუშაოთა შესრულებაში შეზღუდული უნდა იყოს ქალთა შრომის გამოყენება.
29. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას საჭ


როა დაცული იყოს საწარმოო ოპერაციების თანმიმდევრობა ისე, რომ ჩატარებული ოპერაცია არ ქმნიდეს საწარმოო საშიშროების წარმოქმნას შემდგომი ოპერაციის შესრულებისას. 
    30. პოლიმერული მასალებისა და ნაკეთობების გამოყენებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი პასპორტით, ტარაზე არსებული ნიშნებითა და წარწერებით.