Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




დადგენილება №24-81 (ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №17-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე)

date 27 ივლისი 2018
article520.jpg

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24-81

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 210020030.35.101.016048) დამტკიცებულ ინსტრუქციაში (შემდგომში - ინსტრუქცია) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს.”.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​1 და 5​2 პუნქტები:

„5​1. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1 ლარს.

5​​​2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის - 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.“.

4. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.“.

 

მუხლი 2

მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში მშენებლობის ნებართვის გაცემის (III სტადია ან ორსტადიანი ადმინისტრაციული წარმოების II ეტაპი) მოთხოვნით წარდგენილ იმ განცხადებებზე, რომლებიც წარდგენილ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე და რომელზეც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილია ამ განცხადების შეტანის დროისთვის მოქმედებს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არსებული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი.

 

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე