AUTOCAD-ის სასწავლო გაკვეთილები — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article491.jpg
7 დეკ 2017
AutoCad ( I ნაწილი)


AUTOCAD I Lesson




AUTOCAD-ის სასწავლო გაკვეთილები.
ნაწილი I



Autocad - mshenebloba.info ამ პანელში სტანდარტულად განლაგებულია 18 ხელსაწყო.



Autocad - mshenebloba.info 1. Line - ხაზი 

ამ ხელსაწყოთი ხდება ხაზის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ პირველი წერტილი.

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

დ) დავაფიქსიროთ მეორე წერტილი.



Autocad - mshenebloba.info 2. X-Line - სხივი 

ამ ხელსაწყოთი ხდება ცხივის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის ამრცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ წერტილი. 

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე და მოვატრიალოთ ხაზი ნებისმიერი კუთხით. 

დ) დავაფიქსიროთ მეორე წერტილი.

Autocad - mshenebloba.info 3. Poliline- ტეხილი 

ამ ხელსაწყოთი ხდება ტეხილი ხაზების დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ პირველი წერტილი.

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

დ) დავაფიქსიროთ მეორე წერტილი.

Autocad - mshenebloba.info 4. Poligonal - მრავალკუთხედი 

ამ ხელსაწყოთი ხდება მრავალკუთხედის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) კლავიატურაზე ავკრიფოთ მრავალკუთხედისათვის გვერდების რაოდენობა, მაგალითად 5 და დავაჭიროთ Enter - კლავიშზე. 

გ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ მრავალკუთხედისათვის ცენტრი. 

დ)გავააქტიუროთ მაუსის მარცხენა ღილაკი და ჩამონათვალში ამოვირჩიოთ Inscribed in circle ან Circkumscribed about circle 

ე) 
              გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

ვ) 
              დავაფიქსიროთ მაუსის მარცხენა ღილაკით. 

              Autocad - mshenebloba.info 5. Rectangular - ოთხკუთხედი 

              ამ ხელსაწყოთი ხდება ოთხკუთხედის დახაზვა . 

              მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ პირველი წერტილი.

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

დ) დავაფიქსიროთ მეორე წერტილი.

Autocad - mshenebloba.info 6. Arc - რკალი 

ამ ხელსაწყოთი ხდება რკალის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ პირველი წერტილი.

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

დ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ მეორე წერტილი.

ე)
              გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

ვ) 
              მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ მესამე წერტილი.

              Autocad - mshenebloba.info 7. Circle - წრე 

              ამ ხელსაწყოთი ხდება წრის დახაზვა . 

              მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ წრისათვის ცენტრი წერტილი.

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკების გარეშე.

დ) დავაფიქსიროთ მაუსის მარცხენა ღილაკით. 

Autocad - mshenebloba.info 8. RevCloud - ღრუბელი.

ამ ხელსაწყოთი ხდება ღრუბელი ხაზების დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) დავაფიქსიროთ მაუსის მარცხენა ღილაკით. 

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკის გარეშე და შემოვატაროთ ჩვენთვის საჭირო არე. 

დ) მივიტანოთ მაუსი მირველ დაფიქსირებულ წერტილთან. 

Autocad - mshenebloba.info 9. Spline - კლაკნილი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება კლაკნილი ხაზის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ პირველი წერტილი. 

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკის გარეშე.

დ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ მეორე წერტილი. 

ე) ასეთი მეთოდით დავაფიქსიროთ ჩვენთვის საჭირო წერტილების რაოდენობა.

ვ) დავაჭიროთ კლავიატურაზე Enter -ზე.

ზ) გადავაადგილოთ მაუსი და მოვატრიალოთ საწყისი რკალი და დავაფიქსიროთ მარცხენა ღილაკით.

თ) გადავაადგილოთ მაუსი და მოვატრიალოთ ბოლო რკალი და დავაფიქსიროთ მარცხენა ღილაკით.

Autocad - mshenebloba.info 10. Elipse - ელიპსი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ელიპსის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით ავღნიშნოთ დიამეტრისათვის პირველი წერტილი. 

გ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკის გარეშე.

დ) მაუსის მარცხენა ღილაკით ავღნიშნოთ დიამეტრისათვის მეორე წერტილი.

ვ) გადავაადგილოთ მაუსი დაჭერილი ღილაკის გარეშე.

ზ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსიროთ მეორე რადიუსის ბოლო წერტილი. 

Autocad - mshenebloba.info 11. Elipse-Arc - ელიპსის რკალი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ელიპსის რკალის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) გავიმეოროთ Elipseხელსაწყოს ა-ზ- მოქმედებები. 

გ) გადავაადგილოთ მაუსი ისე რომ ხაზმა გადაიაროს ელიფსზე.

დ) დავაფიქსიროთ მაუსის მარცხენა ღილაკი.

ე)   გადავაადგილოთ მაუსი ისე, რომ მოვჭრათ ელიფსიდან ჩვენთვის საჭირო რკლაის ზომა

ვ) დავაფიქსიროთ მაუსის მარცხენა ღილაკი. 

Autocad - mshenebloba.info Autocad - mshenebloba.info 12.Insert Block - ბლოკის ჩასმა. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ბლოკის სახით შენახული ხაზების გამოტანა. . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) გაიხნება ფანჯარა Insert. 

გ) Name - ველიდან ამოვირჩევთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოკს სახელს ( შექმნა იხილე ქვემოთ Make Block - ბლოკის შექმნა) 

დ) დავაჭერთ OK- ღილაკზე და დავაფიქსირებთ მაუსის მარცხენა ღილაკით.

Autocad - mshenebloba.info Autocad - mshenebloba.info

13. Make Block - ბლოკის შექმნა

ამ ხელსაწყოთი ხდება ბლოკის სახითხაზების  შენახვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) გაიხსნება ფანჯარა Block Definition. 

გ) Name -ველში ჩავწერთ სახელს. 

დ) გავააქტიურებთ Select object ღილაკს.

ე) მაუსის მარცხენა ღილაკით მოვნიშნავთ ყველა იმ ხაზს, რომლების გვინდა შევინახოთ

ვ) გავააქტიურებთ მაუსის მარცხენა ღილაკს.

ზ) გავააქტიურებთ Pick point
              - ღილაკს.

თ) მაუსის მარცხენა ღილაკით ავღნიშნავთ მონიშნულ ხაზებში იმ წერტილს, რომელიც უნდა იყოს მიბმის წერტილი. 

ი) დავაჭერთ OK- ღილაკზე. 

Autocad - mshenebloba.info 14. Point - წერტილი 

ამ ხელსაწყოთი ხდება წერტილების დასმა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსირებთ იმ ადგილზე სადაც გვინდა წერტილის დასმა. 

გ) წერტილების დასმის შემდეგ კლავიატურაზე დავაჭერთ Esc ღილაკს. 

Autocad - mshenebloba.info Autocad - mshenebloba.info 15. Hatch - შტრიხოვკა.

ამ ხელსაწყოთი ხდება ნახაზის დაშტრიხვა. 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) გაიხსნება ფანჯარა Boundary Hatch and Fill. 

გ) გავააქტიურებთ Select object ღილაკს და მაუსის მარცხენა ღილაკით. მოვნიშნავთ იმ ხაზებს, რომლებიც უნდა დავშტრიხოთ. 

დ) გავააქტურებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს.

ე) Pattern ველიდან ამოვირჩევთ შტრიხოვკის სახეობას და დავაჭერთ OK -ღილაკს. 

Autocad - mshenebloba.info 16. Region- რეგიონი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ხაზების დაჯგუფება . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მონიშნოთ ისეთი ხაზთა ჯგუფი, რომლიბიც შეადგენენ წრედს. 

გ) გავააქტიუროთ მაუსის მარცხენა ღილაკი. 

Autocad - mshenebloba.info 17. Autocad - mshenebloba.infoTable - ცხრილი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ცხრილის დახაზვა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო

ბ) გაიხსნება ფანჯარა Insert Table, სადაც Column ველში ჩავწერთ ვერტიკალური მწკრივების რაოდენობას, Column Width - ში ჩავწერთ მწკრივის სიგანეს Data Rows - ჩავწერთ რიგების რაოდენობას, Row Height ჩავწერთ ტექსტის სტრიქონების რაოდენობას უჯრედში, (სტრიქონების რაოდენობა განსაზღვრავს ჰორიზონტალური რიგის სიმაღლეს.) 

გ) შევავსებთ პარამეტრებს და დავაჭერთ OK- ღილაკს. 

დ) მაუსის მარცხენა ღილაკით დავაფიქსირებთ იმ ადგილას სადაც უნდა დავსვაღ ცხრილი.

ე) ჩავწერთ უჯრაში ტექსტს და დავაჭერთ OK- ღილაკს.



Autocad - mshenebloba.info 18. Multiline Text - ტექსტი. 

ამ ხელსაწყოთი ხდება ტექსტის დაწერა . 

მოქმედება:

ა) გავააქტიუროთ ხელსაწყო.

ბ) მარცხენა მაუსის ორი დაფიქსირებით შემოვხაზავთ ოთხკუთხედ არეს. 

გ) გაიხსნება ინსტრუმენტალური პანელი რომელშიც ჩავწერთ ტექსტს და დავაჭერთ OK- ღილაკს.


რეკლამა