ლაქსაღებავების ფენა ერთ–ერთი მთავარი ეტაპია მოსაპირკეთებელ სამუშაოებს შორის.
იგი წარმოადგენს თხელ, მაგრამ იმავდროულად ზედაპირთან მჭიდროდ დაკავშირებულ ფენას.
პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ შეღებვას, წინასწარ უნდა იყოს შერჩეული შესაბამისი ფერის საღებავი. საღებავების მაღაზიებში დღესდღეობით მოიპოვება უამრავი სახის საღებავი, რასაც ასევე თან ახლავს შესაბამისი კატალოგი – რათა ზუსტად ვნახოთ ესა თუ ის საღებავი შეღებვის შემდგომ თუ როგორ სახეს მიიღებს.
გასათვალისწინებელი ფაქტორია გრუნიტიც, რომელიც გამოიყენება ზედაპირის დამუშავებისას – იგი ფარავს ღრმულებს და ფორებს. შესაძლებელია გრუნტის რამოდენიმე ფენის გამოყენება და შემდგოში შეღებვა. გრუნტი უნდა შეიცავდეს ანტიკოროზიულ თვისებებს და კარგად ეჭიდებოდეს ზედაპირს (ეს გაცილებით ხანმედეგს გახდის ზედაპირს). გრუნტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ხის, ასევე მეტალის ზედაპირებზე. გრუნტის დატანა შესაძლებელია როგორც სპეციალური ხელსაწყოთი ასევე ჩვეულებრივი ფუნჯით.
ლაქი – დამატებით იცავს ზედაპირს და ინახავს მის სტრუქტურას. მისი მეშვეობით ზედაპირი ხდება სარკისებული და შესაბამისად გაცილებით ლამაზი.
აქვე გაცნობებთ, რომ ლაქსაღებავები, საიზოლაციო მოსაპირკეთებელი და სხვა მასალები, რომლებიც გამოყოფს ფეთქებად ან მავნე ნივთიერებებს დასაშვებია შენახულ იქნეს სამუშაო ადგილზე ერთ ცვლაში საჭირო რაოდენობით.