მარილის ფასადზე გამოსვლა ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა საქართველოში, რაც არაესთეთიურს ხდის შენობა–ნაგებობას
მარილის ფასადზე გამოსვლა ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა საქართველოში, რაც არაესთეთიურს ხდის შენობა–ნაგებობას. ალბათ ისმის კითხვა, თუ როგორ ხვდება მარილი შენობის ფასადზე? პასუხი შემდეგში მდგომარეობს : წყალი გადაადგილდება ფოროვან მასალაში, მშრალ ამინდში კი როდესაც წყალი ორთქლდება, სახეზე რჩება მხოლოდ მარილი, რომლის კრისტალებიც მზარდია და იმავდროულად აზიანებს სამშენებლო მასალების სტრუქტურას (შესაძლოა ბზარის გაჩენაც კი).
რასაკვირველია არსებობს ამ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდები, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია იგი.
მარილები შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ახალმა (მშენებლობადასრულებულმა) ობიექტმა, ასევე ძველმა შენობამ (თუ ფანჯრებიდან ან სხვა რაიმე ნაწილიდან ხვდება წვიმის წყალი და დარღვეულია ჰიდროიზოლაცია).
მას შემდგომ, რაც აღმოვფხვრით კედელში წყლის მოხვედრის პრობლემას, საჭიროა დავიწყოთ ობიექტის მარილისგან გაწმენდის სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა მთელი რიგი პროცედურების ჩატარება (და არა მარტივად, წყლითა და ჯაგრისით გაწმენდა). ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოდის სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, მაგრამ რაიმე კონკრეტული სახის ხსნარი ჯერჯერობით არ მოიპოვება, რომელიც შეძლებს ყველა სახის მარილის უკვალოდ გაქრობას და საჭიროა კონკრეტული პრობლემის კონკრეტული მეთოდით გადაჭრა. ამასთან, სითხემ, რის მეშვეობითაც გავწმენდთ მარილიან ფასადს, უნდა შეიზავოს ფასადზე არსებული მარილი ისე, რომ არ დავაზიანოთ სამშენებლო მასალა. აგურის კედლების მქონე ფასადზე მარილის მოსაცილებლად რეკომენდირებულია სხვადასხვა მჟავების გამოყენება, მაგრამ დაუშვებელია მისი მარმარილოზე გამოყენება. ხსნარის მწარმოებლების რეკომენდაციით ხსნარი მინიმუმ 10 წუთი უნდა ფასადზე, შემდეგ კი უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის წყლით ჩამორეცხვა (შესაძლოა გამოვიყენოთსარეცხი აპარატი ე.წ. "კერხერი").
მნიშვნელოვანია ასევე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, რაც ობიექტს დაიცავს მარილის შემდგომში გამოვლენისგან, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა დამცავი საშუალებები, მაგალითად სურფაპორი, რომელიც წყალზე დამზადებული ნანოტექნოლოგიური პროდუქტია და მისი მეშვეობით ფასადზე ჩნდება თვალისათვის უხილავი როგორც წყლის, ასევე ლაქებისა და ბზარების დამცავი ფენა.