ჩვენთან მეტალოკრამიტის გამოყენება შედარებით გვიან დაიწყო, თუმც ევროპაში იგი უკვე 30 წელია რაც გამოიყენება და დღესაც აქტუალურია, რაც მისი ძირითადი დადებითი მხარის დამსახურებაა, რაც მდგომარეობს შემდეგში : მთავარი პლიუსი თვით მასალაა, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ მსუქუბია და მარტივი მონტაჟისას, რომელიც დაცულია იმავდროულად რამოდენიმე ფენის საფარისგან რაც უზრუნველყოფს როგორც მასალის დაცვას მრავალი წლის მანძილზე (კოროზიისგან), ასევე ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებაში ფორმის შენარჩუნებას. მეტალოკრამიტს ასევე უკეთებენ მეორე – დეკორატიული ხასიათის მქონე ფენას რაც ასევე დამატებით იცავს მასალას ბუნების მხრიდან აგრესიული ზემოქმედების დროს. მეტალოკრამიტში მთავარი მაინც მასალის სისქეა, რომლის სტანდარტიც მიღებულია 0,05სმ და მასალის ვიზუალური მხარე, რომელიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის და ფერის (მწარმოებლები გვთავაზობენ ფერთა და ფორმის უამრავ სახეობას). მეტალოკრამიტის სახურავი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტის, რომელიც მარტივად რეალიზებადია მშენებლობის დროს.
რაც შეეხება მეტალოკრამიტის უარყოფით მხარეს, იგი შედარებით ძვირია სხვა გადახურვის მასალასთან შედარებით, მისი მოწყობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც კარგად უნდა იყოს იზოლირებული : ჰიდრო და თბო იზოლაციის მასალით. ეს ყველაფერი კი მოითხოვს დამატებით დროს და ხარჯებს, თუმც ეს ყველაფერი ღირს იმისათვის, რათა თქვენი სახლის სახურავი ლამაზი და დახვეწილი იყოს.
რაც შეეხება ფასებს, იგი დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და ფორმაზე, რომელიც ძირითადად 1 კვ.მ–ზე მერყეობს 7 ლარიდან ზემოთ (10–15–18–22–25..)